“წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2016 წლის 4 აპრილი ქ. წალკა |
1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 351-354 მუხლები:
„მუხლი 351. დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისა და სხვა ინტერნეტ რესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისი დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა და საინიციატივო ჯგუფი. აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;
ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვრა;
„დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის პროცედურულ საკითხებს უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად.
„მუნიციპალიტეტის გამგებელი საინიციატივო ჯგუფის ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.”.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.04.2016.
- როდის იქნა მიღებული “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.04.2016. მიმღები ორგანო — წალკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.155.016193.
- რამდენი მუხლისგან შედგება “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №10, 04.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3245286/