საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 010140010.22.027.016637
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ამირანაშვილი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილება №2 დადგენილება - საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება
№133–№144
2016 წლის 11 აპრილი, 2016 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანიმინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი
მუხლი 1🔗
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის პროცედურას, პირობებსა და საქართველოდან გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „ბავშვი“ გულისხმობს არასრულწლოვანს.
მუხლი 2🔗
1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ –
სააგენტო) საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით ბავშვის დაბადების თაობაზე სამედიცინო დაწესებულებისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოფს ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვების აღრიცხვას იმ შემთხვევაში, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება სააგენტოში წარმოდგენილია დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მისათითებელი პირების მიერ ან მათი სახელით.
2. ამ წესითა და შესაბამისი კანონმდებლობით გაცხადებული მიზნების მისაღწევად, სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. სააგენტოს მიერ ამ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეტანა ხდება, როდესაც მას წარედგინება განცხადება საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ, ან როდესაც დაბადების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის არარსებობის გამო სააგენტოს მიერ რეგისტრირდება დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბავშვის ორივე მშობლის მითითების გარეშე, ანდა როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაუცველობის გამო ვერ ხორციელდება დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაცია.
მუხლი 3🔗
1. სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში აისახება სააგენტოს ხელთ არსებული შემდეგი ინფორმაცია: საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის სახელი და გვარი (ქართულად, ასევე ლათინური ტრანსლიტერაციით, იმის იდენტურად, როგორც ეს ფიქსირდება ბავშვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლ(ებ)ად მისათითებელი პირ(ებ)ის სამგზავრო დოკუმენტ(ებ)ში), პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, სქესი; აგრეთვე განცხადებაში ან/და დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული მშობლ(ებ)ად მისათითებელი, პირ(ებ)ის სახელი და გვარი (ქართულად ან/და ლათინური ტრანსლიტერაციით, რომელიც ფიქსირდება მათი სამგზავრო ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის იდენტურად), პირადი ნომერი, სამგზავრო ან/და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები (მათ შორის –
დოკუმენტის ნომერი და სხვა), მოქალაქეობა, დაბადების თარიღი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბაზაში ბავშვის შესახებ მონაცემები აისახება მიუხედავად იმისა, სრულად მოეპოვება თუ არა იმავე პუნქტში არსებული მონაცემები სააგენტოს. მოცემულ ბაზაში არ აისახება ინფორმაცია მკვდრადშობილი და გარდაცვლილი ბავშვების თაობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, ასევე განცხადება დაბადების სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ.
მუხლი 4🔗
1. საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის დროს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
2. ამ ბრძანების მოთხოვნათა შესრულების მიზნით, სააგენტო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უზრუნველყოფს სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
მუხლი 5🔗
1. იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო გამტარ პუნქტზე წარმოდგენილ ბავშვს, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არ უფიქსირდება აღნიშვნა „შემოსვლა“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს ბავშვის მონაცემებს ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ახდენს მის იდენტიფიკაციას.
2. თუ ამ წესის მე-3 მუხლში მითითებულ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ბავშვი, რომელიც პირველად ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, არის საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული და მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, რომელიც გაცემულია სააგენტოს მიერ, ორივე მშობელი მითითებული არ არის, ან მის სახელზე სააგენტოს მიერ არ არის რეგისტრირებული დაბადების სამოქალაქო აქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის საქართველოდან გაყვანაზე (საზღვრის გადაკვეთაზე) უარის თქმის შესახებ.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.