გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემისა წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.04.2016
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი | გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის“ დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესისა და გარე რეკლამის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემისა წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2016 წლის 4 აპრილი
ქ. გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის გაცემისა წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმათველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნაბართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღების, ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 ივლისის №13 დადგენილების მე-2 პუნქტი.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი
დანართი №1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
გარე რეკლამის ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის წესით და მისი მიზანია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიანიჭოს ნაბართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნაბართვის გამცემს ყველაზე მაღალი ფასს შესთავაზებს.
2. ნებადართულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის გავრცელება, პლაკატების სტენდების, შუქფირნიშების სტაბილური განთავსების და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენების ფორმით.
3. გარე რეკლამა არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს. მან არ უნდა გააუარესოს მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა. საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეების მოძრაობას. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული რეკლამა არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და კონსტრუქციულად მდგრადი უნდა იყოს. ნებისმიერი სახით გავრცელებული რეკლამა არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია განსაზღვროს გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ადგილი.
5. ნებართვის მაძიებელი შეიძლება იყოს და აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ამ პირთა გაერთიანებას.
6. აუქციონზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება განთავსებული სავარაუდო სარეკლამო ფასის მიხედვით და შეადგენს 1 კვმ-ზე 2 ლარს.
7. გარე რეკლამის განთავსების საფასურს ნებართვის მფლობელი იხდის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სანებართვო მოწმობაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით.
8. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა აფორმებს სათანადო საიჯარო ხელშეკრულებას ნებართვის მფლობელთან „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ“, ნებართვაში მითითებული ვადითა და პირობებით და განუსაზღვრავს ყოველწლიურ საიჯარო გადასახადს სარეკლამო ბანერების ფართის 1კვმ-ზე თვეში 10 ლარის ოდენობით.
9. „სარეკლამო საშუალებების განთავსების უფლების იჯარით გაცემის შესახებ“ ხეკლშეკრულების ფორმას ამტკიცებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადას განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა.
მუხლი 2🔗.
აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
2. აუქციონი ცხადდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ან ნებართვის მაძიებლის ინიციატივით.
3. სანებართვო პირობები დგინდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
4.აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ადგილობრივ ბეჭვდით ორგანოში, აგრეთვე შეხედულებისამებრ სხვა საინფორმაციო საშუალებებში აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას.
6.გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია, გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ჩატარებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე.
7. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა.) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ.)აუქციონის პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ.) ინფორმაციას იმ ზონის შესახებ, რომელშიაც გარე რეკლამის საშუალებების განთავსების ნებართვის გასაცემადაც ტარდება აუქციონი;
დ.) ნებართვის მფლობელისათვის ნებართვის გადაცემის ვადას;
ე.) განაცხადის მიღების დაწყების დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ვ.) „ბეს“ , ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილეთა ბილეთის ფასს, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ზ.) განცხადების მიღების ადგილს (მისამართს) და საკონტაქტო პირის ტელეფონს;
თ.) ყველა სხვა ინფორმაციას , რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის საჭიროდ.
8. აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისია, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია აუქციონის შედეგად ადგენს ნებართვის მაძიებლის გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს.
მუხლი 3🔗.
აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადება არ მიიღება.
2.აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან მე-15კალენდარულ დღეს.
აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში როდესაც მე-15 დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადებების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა.) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;
ბ.) „ბეს“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და „ბეს“ საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ.) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს, ფიზიკური პირის შემთხვევაში;
დ.) ნოტარულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე.) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილეობის ბილეთს. ამ ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს“ დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს მხოლოდ განცხადების მიღების პერიოდში.
6.მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა.) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ნებართვის მაძიებლად (სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის სფეროში საქმიანობის უფლება);
ბ.) დარღვეულია ამ მუხლის პირველი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
7. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
აუქციონის ჩატარების წესი
1.აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2.აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს აუქციონზე გამოტანილი ნებართვის დასახელებას, მის საწყის ფასსა და ბიჯს.
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას). აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გარე რეკლამის ნებართვა გაცემულად ითვლება იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც ნებართვის გამცემი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და გადახდილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს გადახდილი „ბე“ უკან აღარ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი „ბე“. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 5🔗.
ოქმის გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის გაცემის წესი
1. ოქმი უნდა შეიცავდეს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს, საფასურის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. აუქციონში გამარჯვებულ პირს „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა დადგენილი სანებართვო ფორმის სახით ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მფლობელს გადაეცემა ოქმის ხელმოწერის მომენტიდანვე, ხოლო სანებართვო ფორმის მეორე ეგზემპლარი რჩება ნაბართვის გამცემს.
4. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით
5. განცხადების მიღებიდან ორი დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს შესაბამის უწყებრივ რეესტრში.
6. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა როგორც მის დედანს.
7. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1.კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ნებართვის გამცემის მიერ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებით.
3. შემოწმების განხორციელებისას მასში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებმაც.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი.
5. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.