📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2016
ძალის დაკარგვა 13.03.2017
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 449 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2016 მიღება
13.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში   (ქ. თერჯოლის ტერიტორია)
2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ( თბილისი-სენაკი- ლესელიძე) 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის
3 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი
4 სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ტერიტორია
თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-კიცხი-ქვაციხე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2016 წლის 4 აპრილი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ე’’ პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1037 /ვებგვერდი, 23.09.2013წ./ კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 მარტის №13 დადგენილება (სსმ, 05/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.126.016147). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით (CN = IMG X ITL X C X K ), სადაც: . ა) (CN) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე; ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი; გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი; დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43. მუხლი 3🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0. მუხლი 4🔗 მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30. მუხლი 5🔗 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს: № ტერიტორია კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი (0,43X1, 0X0, 24X30)ლარი 1 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში   (ქ. თერჯოლის ტერიტორია) 3.096 2 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ( თბილისი-სენაკი- ლესელიძე) 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096 3 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ჩოლაბურის ხიდი - თერჯოლა - ტყიბული (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3.096 ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენერა ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარი თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-კიცხი-ქვაციხე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167 4 სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548