შპს ”ტაურუსი”-ს განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3535-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3535-16 (330210316001250882 )

 

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2016 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი : შპს „ტაურუსი” (დირექტორი ვლადიმერ ბაკურაძე)

მოთხოვნა :  გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება  

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მ ო მართა შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და განმარტა, რომ მოვალეს შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა, ფინანსური სიძნელეების გამო ვერ უზრუნველყოფს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას. შპს „ტაურუსსა” და GLOBAL INTERNATIONAL ENERGY CORPORATIONS-ს შორის 2007 წლის 26 ივნისისა და 2008 წლის 31 იანვრის სესხის ხელშეკრულებების თანახმად, შპს „ტაურუსმა” სესხის სახით მიიღო 89 000 ლარი. სესხის წლიული საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 15%-ს. დღეის მდგომარეობით შპს „ტაურუსის” დავალიანება GLOBAL INTERNATIONAL ENERGY CORPORATIONS-ის მიმართ შეადგენს 201 084,07 ლარს. ამასთან, შპს „ტაურუსს” გააჩნია სახელფასო დავალიანებები ვლადიმერ ბაკურაძისა და რუსუდან ჩაგელიშვილის მიმართ. საწარმოს ასევე აქვს დებიტორული მოთხოვნები შპს „ნაკადულის”, შპს „ინტერტრანსის”, შპს „ეისის”, შპს „ვეგასის”, შპს „ევროპული სკოლის”, შპს „აირ კომპანის”, შპს „საქნახშირის”, შპს „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგისა” და შპს „ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის” მიმართ. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საწარმომ მოვალეებს მოსთხოვა არსებული დავალიანებების დაფარვა, მაგრამ მოვალეები უარს აცხადებენ ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. საწარმოს საკუთრებაში არ არის სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, ის არ ფლობს წილს სხვა საწარმოში. მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, მოვალემ მოითხოვა საწარმოს გაკოტრება და მისი რეგისტრაციის გაუქმებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით შპს ”ტაურუსს” დაუდგინდა ხარვეზი; კერძოდ, მას დაევალა განცხადებაში მითითებულ კრედიტორთა და დებიტორთა მიმართ დავალიანებათა-მოთხოვნათა არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების (სასამართლოს და/ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებები, სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მოვალისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა) წარმოდგენა.

 

2016 წლის 29 თებერვალს სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „ტაურუსის” დირექტორმა ვლადიმერ ბაკურაძემ და წარმოადგინა საწარმოს დებიტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია თითოეულ მათგანთან გაგზვნილი მოთხოვნა ვალდებულების შესრულების თაობაზე და შესაბამისი პასუხი, სადაც მოვალეები მიუთითებენ, რომ მოთხოვნათა ხანდაზმულობის გამო არ განახორციელებენ დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე დართულ დოკუმენტებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და, შესაბამისად, განცხადება ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.  

 

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების ნამდვილობაში ან მიიჩნია, რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ გაკოტრების დაწყების შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით გამოიტანოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „ტაურუსს” ჰყავს დებიტორები; თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც განმცხადებელს სურს დაადასტუროს, რომ დებიტორული მოთხოვნების მიღება ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია;

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) განცხადების წარმოებაში მიღების საფუძვლები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7-8, მე-14, მე-15, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-27-ე, 29-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.  

2. შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) მეურვედ დაინიშოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო.

3. აეკრძალოს შპს „ტაურუსს” (ს/კ 230867951) ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში –  სასამართლოს თანხმობის გარეშე.

4. შეჩერდეს შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. აიკრძალოს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე არსებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

6. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ, დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოვალეს მის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე, კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება.

7. განემარტოს შპს „ტაურუსს” (ს/კ 230867951), რომ ის ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამოწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების  საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 20 (ოცი) დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს და მეურვეს თავიანთი მოთხოვნები შპს „ტაურუსის” (ს/კ 230867951) მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად. მოთხოვნები გაცხადებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

 

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 26 აპრილს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №19). კრედიტორთა პირველი კრების დღის წესრიგია: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) გაკოტრების მმართველის დანიშვნა.

11. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს   დაფაზეც.

 

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე:                                                                                            ბესიკ სისვაძე