სს ”პურის მიმღების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახეи

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19492-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 19492-15

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „პურის მიმღების”გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტო.რთა კრების მოწვევის შესახებ,

გამოვარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „პურის მიმღების” მიმართ.

სს „პურის მიმღების”გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმაზე მითითებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ სს „პურის მიმღების” ქონება შეფასდა 11380 ლარად. კრედიტორებმა უარი თქვეს სს „პურის მიმღების” ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების - 2 ავტომანქანის და 2 ავზის მოძიებასა და სამეურვეო მასაში შეტანაზე, ვინაიდან ავტომანქანების ადგილმდებარეობა უცნობია, ხოლო ავზები ჩაძირული არის წყალში და მათი ამოღება და შეფასება მეტ ხარჯთან იყო დაკავშირებული ვიდრე მათი საბაზრო ღირებულებაა. კომპანიის ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 5803,80 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით შესაბამის ანგარიშზე გადაირიცხა 885,33 ლარი. ქონების რეალიზაცია განხორციელდა პირველ აუქციონზე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს და შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადაირიცხოს სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სს „პურის მიმღების” გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

  დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს სს „პურის მიმღების”კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიში.

 1.2. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის 8 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს სს „პურის მიმღების” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი