შპს „იოლი სუპერმარკეტი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/14922-2014
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” მიმართ.
შპს ,,იოლი სუპერმარკეტის“მომრიგებელი საბჭოს წევრებმა სასამართლოში წარმოადგინეს მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი, რომლის მიხედვით მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” გაკოტრების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას კრედიტორთა კრება შპს ,,იოლი სუპერმარკეტის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველის არჩევის დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა:
1. მოწვეულ იქნეს შპს ,,იოლი სუპერმარკეტი”-ს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
1.2. გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2016 წლის 15 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №2 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
3. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლო განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
4. დაევალოს შპს „იოლი სუპერმარკეტის” მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
5. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი