სს„ელმავალმშენებლის“ განცხადება შპს ლოკო ტრანსის კომპანის-თვის სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა გამოსასყიდ ფასად (ქვემოთ განსაზღვრული) ყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შპს „ლოკო ტრანს კომპანის“ („Loko Trans Company LTD“) („მყიდველი“) მიერ სს „ელმავალმშენებლის“ ხმათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა.
●გამოსყიდვის პირობები და პროცედურები.
მყიდველი ფლობს სს „ელმავალმშენებლის“ გამოშვებულ 44 118 535 (ორმოცდაოთხი მილიონ ას თვრამეტი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 87% და სურს გამოისყიდოს სს „ელმავალმშენებლის“ დარჩენილი 6 592 425 (ექვსი მილიონ ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდახუთი) ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს „ელმავალმშენებლის“ გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 13%-ს შეადგენს.
●სს „ელმავალმშენებლის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,22 (ერთი ლარი და 22 თეთრი) ლარს ერთ აქციაზე. გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნით დადგენილია შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი+“-ის მიერ სათანადოდ შესრულებული შეფასების ანგარიშით.
●სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2016 წლის 6 აპრილიდან 2016 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
●სს „ელმავალმშენებლის“ გამოშვებული აქციების დარჩენილი 13% ანუ 6 592 425 (ექვსი მილიონ ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდახუთი) აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
●სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება დადგენილი წესით.
●შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ.
●სს „ელმავალმშენებლის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს შპს „ეროვნული რეესტრი“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №41, მე-6 სართ., ტელ. (+995 32) 231 11 74).
დაგვიანებით შემოსული განაცხადები „მყიდველის“ მიერ განხილული არ იქნება.
●„მეწარმეთა შესახებ ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შედგენილი აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ სს „ელმავალმშენებელში“ შემდეგ მისამართზე: თბილისი, გურამიშვლის გამზირი 84, ტელ: (+995 32) 265 31 12.
მყიდველი: შპს „ლოკო ტრანს კომპანი ”-ს („Loko Trans Company LTD“)
რწმუნებული გენადი ბოიარსკიხი