შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.03.2016
ძალაში შესვლა 22.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/27
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2016
matsne.gov.ge 618 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.03.2016 მიღება
22.03.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბელარუსის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 03.10.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 23.04.2015 ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობასა შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 13.05.2016 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 23.04.2015 „საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 27.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, აღიარებენ რა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობას  ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, გამოთქვამენ რა სურვილს გააღრმაონ და განამტკიცონ  ორ სახელმწიფოს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა, განზრახული აქვთ რა ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის სამეცნიერო-ორგანიზაციებსა და ცალკეულ მეცნიერთა შორის ეფექტურ თანამშრომლობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები გამოიყენებენ წინამდებარე შეთანხმების დებულებებს  თითოეული სახელმწიფოს ეროვნული კანონებისა და მათ მიერ ნაკისრი საერთაშორისო  ვალდებულებების შესაბამისად. მუხლი 2🔗 მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლის პრინციპებზე დამყარებულ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში. მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში უშუალოდ ორი ქვეყნის  სამეცნიერო და სამეცნიერო-საწარმოო ორგანიზაციებს შორის, მათ შორის, დადებული შეთანხმებების საფუძველზე.  ამ შეთანხმებებში განსაზღვრული იქნება თანამშრომლობის თემატიკა, პროცედურა, ფინანსური უზრუნველყოფა და სხვა პირობები. მუხლი 4🔗 მხარეები განავითარებენ სამეცნიერო-ტექნიკურ თანამშრომლობას მოწინავე ტექნოლოგიების სფეროში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ჩათვლით. მუხლი 5🔗 მხარეებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობა ხორციელდება შემდეგი ფორმით: სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა; ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განხორციელება; მეცნიერების, მკვლევარებისა და სპეციალისტების გაცვლა იმ კვლევების ჩასატარებლად, რომლებიც  ერთობლივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში (კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში, სტაჟირებებში)  მონაწილეობის მიღება მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების შესაბამისად; სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და რეალიზაცია; თანამშრომლობის სხვა ფორმები მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 6🔗 მხარეები განახორციელებენ ორმხრივ თანამშრომლობას შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: ტესტირებისა და ხარისხის შეფასების სისტემების მეთოდოლოგია, სტანდარტიზაცია და შემუშავება;  გარემოს დაცვა;  მედიცინა და სამედიცინო ტექნოლოგიები, ფარმაცია;  ენერგეტიკა;  ბიოტექნოლოგიები;  სოფლის მეურნეობა;  წყლის რესურსების მართვის ტექნოლოგიები;  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტექნოლოგიები;  საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;  ნანოტექნოლოგიები;  ლაზერული ტექნოლოგიები და ფოტონიკა. მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის რეალიზაციის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას და ამ მიზნით განზრახული აქვთ : განიხილონ კონკრეტული სამეცნიერო-ტექნიკური პროექტები, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს; ხელი შეუწყონ პარტნიორების შერჩევაში აღნიშნული პროექტების რეალიზაციისათვის; უზრუნველყონ სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების ერთობლივი რეალიზაციის მექანიზმის შემუშავება, მათი დაფინანსების პირობები, მათი შესრულების ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტურობის შედეგების შეფასებები; დახმარება აღმოუჩინონ ინოვაციური პროექტების  ერთობლივი რეალიზაციისათვის საჭირო კონტრაქტების (შეთანხმებების, ხელშეკრულებების) დადებაში, აუცილებელი საორგანიზაციო მხარდაჭერის ჩათვლით; შემუშავებული ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო სპეციალისტების სწავლებაში დახმარება. სამეცნიერო-ტექნიკური და ინოვაციური თანამშრომლობის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო  სარეკლამო საქმიანობის განხორციელება. სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის აუცილებელი ამოცანების რეალიზაციისათვის,  სარეკლამო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. მუხლი 8🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ერთობლივი საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია, იმ მონაცემთა გარდა, რომლებიც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენენ, შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წერილობითი თანხმობით თითოეული მხარე - სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათი კანონმდებლობის, აგრეთვე ურთიერთქმედი ორგანიზაციების შეთანხმებების შესაბამისად. მუხლი 9🔗 წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში  განსახორციელებელი თანამშრომლობის  კოორდინაციის მიზნით მხარეები შექმნიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მხარეთა კომპეტენტური ორგანოების  წამომადგენლები. აღნიშნული ერთობლივი კომისია მისი საქმიანობის ორგანიზების მიზნით დაამტკიცებს შესაბამის დებულებას. მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების დებულებების ინტერპრეტაციასა და (ან) გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოქმნილი აზრთა სხვაობები წყდება მათ შორის მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების გამართვის გზით. მუხლი 11🔗 წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია დამატებებისა და (ან) ცვლილებების შეტანა, რომლებიც ცალკე ოქმების სახით ფორმდება.  ამგვარი სახის ცვლილებები და (ან) დამატებები წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს 3 წლის განმავლობაში  და  ავტომატურად გრძელდება შემდგომი სამწლიანი პერიოდებით, თუ მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, გაუგზავნის რა მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას ამ თავისი განზრახვის შესახებ  წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების  ვადის დასრულებამდე არანაკლებ 6 თვით ადრე. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს იმ ერთობლივი პროექტების, პროგრამების და სხვა ღონისძიებების რეალიზაციაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაიწყო, მაგრამ არ იქნა  დასრულებული  მისი მოქმედების შეწყვეტის მომენტისათვის, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. შესრულებულია   ქ. მინსკში,   2016   წლის 22 მარტს,   ორ   დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ბელარუსის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)