სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-436/ო
2016 წლის 1 7 მარტი
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2015 წლის 22 დეკემბრის №02-1750/ო ბრძანება შპს „med care“-ის ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №38) ,,სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „med care“-ს დირექტორის რ. ლობჯანიძის განცხადება: №29017, 16.03.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე