ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, განაცხადის ფორმებისა და საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.04.2016
ძალის დაკარგვა 16.04.2018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სახელი და გვარი |
| ქონების დასახელება | ლოტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, განაცხადის ფორმებისა და საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2016 წლის 12 აპრილი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების, განაცხადის ფორმებისა და საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა)
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №1);
ბ)
პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დანართი №2);
გ)
უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №3);
დ)
უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №4);
ე)
აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №5);
ვ)
პირობებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №6);
ზ)
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონში მონაწილეობის მსურველის განაცხადის ფორმა (დანართი №7);
თ)
აუქციონში დამარცხებული მონაწილის განაცხადის ფორმა „ბეს“ დაბრუნების მოთხოვნით (დანართი №8);
ი)
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №9);
კ)
სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №10).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №4 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ ( სსმ, 21/01/2015/, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016154).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი
დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
„----------“ „-------------------“ 20წ.
ჭიათურა
1.
წინამდებარე ოქმი გაიცა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომი პრივატიზების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმომქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ---------- ,,-----------------“ ჩატარებულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
---------- (------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ძირითადი და უფლება-მოვალეობების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2.
მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4.
მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5.
თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.
მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8.
წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9.
ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
10.
ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან
2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /-----------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) --------------- ---------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა
.
დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
,, ___ “ ,,___________ “ 20 წ ჭიათურა
1.
წინამდებარე ოქმი გაიცა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების-----------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------------- (----------------------------------------------)
ციფრებით სიტყვიერად
შემდგომში პრივატიზების მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის „---------“ „------------------“ ჩატარებულ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის --------------------- (----------------------------------------) ლარი,
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქონება
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2.
მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა ) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე №
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.
მყიდველს გადახდილი „ბე” ეთვლება ანგარიშსწორებისას
;
4.
მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
1. -----------------------------------------------------------------------------------
2. -----------------------------------------------------------------------------------
3. -----------------------------------------------------------------------------------
5.
მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6.
გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7.
ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8.
ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1%
9.
ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10.
მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11.
მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12.
ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადაო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.
ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
14.
ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
1. ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან.
2. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი იურიდიული პირია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.
3. იმ შემთხვევაში თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე
----------------------------------- ------------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი
----------------------------- -----------------------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №3
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ. -----------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
გამგებელი _____________________________
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №4
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------------––––––--
---------------------------------------------------------------------------------------------------------------(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულულების მიწის ნაკვეთი ფართობით --------------- კვმ. რომელიც მდებარეობს
--------------------------------------------------------------------------------------------------–––––––––-----------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი ---------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
გამგებელი ____________________________
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №5
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გავეცანი და ვეთანხმები აუქციონის წესს და გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი თვე წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
------------------- პრივატიზების მიზნით (ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია).
ჩემ მიერ გადახდილია „ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი „ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. )
დანართი №6
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ----------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გავეცანი და ვეთანხმები აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს და გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
------------------------------------------------------------------ პრივატიზების მიზნით (ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია), თანახმა ვარ შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემს მიერ გადახდილია „ბე” და ბილეთის ფასი.
დანართი:
1.პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი „ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ.
დანართი №7
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------------------
მისამართი: -------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გავეცანი და ვეთანხმები აუქციონის წესს და გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ------------------------------------------ (რიცხვი/თვე /წელი) მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
-------------------------------- სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში (ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია).
ჩემ მიერ გადახდილია „ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში)
3. გადახდილი „ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ. )
დანართი №8
ჭიათურის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ------------------------------
მისამართი: -------------------------------------------------------
ტელ: ----------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის -------------------------------- მივიღე მონაწილეობა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------- პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად.
გთხოვთ, გადახდილი „ბე“ -------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები
საიდენტიფიკაციო კოდი
მიმღები ბანკი
ბანკის კოდი
ანგარიშის ნომერი
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 201 ---წ. )
დანართი №9
საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
საპრივატიზებო
ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1
2
3
4
5
6
დანართი №10
სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის საჯარო აუქციონში მონაწილეთა
რეგისტრაციის ჟურნალი
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადის შემოტანის
თარიღი და დრო
სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6