„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №524
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (33)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დოკუმენტის ტექსტი
„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.sataurixml0, li.sataurixml0, div.sataurixml0 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.apple-converted-space {}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.tarigixml0, li.tarigixml0, div.tarigixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml0, li.mimgebixml0, div.mimgebixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml0, li.saxexml0, div.saxexml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml0, li.adgilixml0, div.adgilixml0 { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml0, li.muxlixml0, div.muxlixml0 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №524
2016 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
„აგროდაზღვევის“ პროგრამის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 10.1.10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აგროდაზღვევის“ პროგრამა.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული „აგროდაზღვევის“ პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან
– „აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 10).
3. „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელება ეთხოვოს ა(ა)იპ
– სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„აგროდაზღვევის“ პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე „აგროდაზღვევის“ პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) არეგულირებს ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა, საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით (სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა), მზღვეველს, დამზღვევს/მოსარგებლესა და სააგენტოს შორის.
2. პროგრამის მიზანია:
ა) აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება;
ბ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება.
3. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვისსააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
4. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
5. მზღვეველს, დამზღვევსა და სააგენტოს შორის ურთიერთობები (როგორიცაა: მზღვეველისა და დამზღვევის უფლება-მოვალეობები, ზიანის რეგულირების პროცესი და სხვა) განისაზღვრება წინამდებარე განკარგულებითა და სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
6. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისის გაცემის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ნოემბერი. ამასთან, პროგრამის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები ძალაში რჩება მათ სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორცილებისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის ლიცენზია;
ბ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არა უმეტეს 5 ჰა (მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში – არაუმეტეს 30 ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი და გაფორმებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება;
შენიშვნა: თუ დამზღვევი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მასზე არ გავრცელდება პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიმართ გამოიყენება №1 დანართით განსაზღვრული ტარიფები.
გ) მოსარგებლე – დამზღვევი ან/და დამზღვევის მიერ განსაზღვრული ბანკი, მიკროსაფინანსო ან/და საკრედიტო ინსტიტუტი, რომელიც იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;
დ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი, რომელიც დაზღვევის განაცხადსა და წინამდებარე განკარგულებასთან ერთად წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას;
ე) დაზღვევის ობიექტი – სადაზღვევო პოლისში მითითებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავალი, რომელიც მოიყვანება პოლისში მითითებულ მიწის ნაკვეთზე;
ვ) დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურა – სასოფლო-სამეურნეო კულტურა, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისის – „სასოფლო-სამეურნეო კულტურის“ გრაფაში;
ზ) დაზღვევის პერიოდი – სადაზღვევო პოლისში მითითებული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაზღვევა ძალაშია, პროგრამის განსაზღვრული პირობების/შეზღუდვების და მოცდის პერიოდის გათვალისწინებით;
თ) მოცდის პერიოდი – სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 5-დღიანი უწყვეტი კალენდარული პერიოდი, რომლის განმავლობაში მომხდარი სადაზღვევო რისკის შედეგად მიყენებული ზიანი არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
ი) დაზღვევის განაცხადი – მოსავლის დაზღვევის განაცხადი, რომელსაც ავსებს დამზღვევი დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად და რომელიც წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების დადების საფუძველსა და მის განუყოფელ ნაწილს;
კ) სადაზღვევო ლიმიტი – სადაზღვევო პოლისით დადგენილი მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, მაგრამ არა უმეტეს წინამდებარე პროგრამით შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის განსაზღვრული ნორმატიული მოსავლიანობისა და აგრო-კულტურების ნორმატიული ფასების გათვალისწინებით განსაზღვრული ოდენობა (დანართი №1);
ლ) დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტი – სადაზღვევო ლიმიტის პროცენტი, რომელიც განისაზღვრება დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის შეფარდებით დაზღვეულ ტერიტორიასთან;
მ) დაზღვეული ტერიტორია (ნაკვეთი) – მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი, რომლის მონაცემები (საკადასტრო კოდი ან/და GPS კოორდინატი ან/და აზომვითი ნახაზი, ადგილმდებარეობის მისამართი და ფართობი) მითითებულია სადაზღვევო პოლისში, დამზღვევის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის ინფორმაციულ უტყუარობაზეც სრულად პასუხისმგებელია დამზღვევი, გარდა GPS კოორდინატის მონაცემებისა, რომლის მიწოდებაზეც პასუხისმგებელია მზღვეველი;
ნ) ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი – წინამდებარე განკარგულების №1 დანართით განსაზღვრული პროცენტული განაკვეთი;
ო) სადაზღვევო პრემია – თანხა, რომელიც გადაიხდება სადაზღვევო მომსახურების გაწევისათვის. ამასთან, დამზღვევმა მისი წილი პრემია სრულად და ერთჯერადად უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პოლისის გაცემის მომენტისათვის, ხოლო პრემიის სუბსიდირებული ნაწილი სააგენტოს მიერ გადაიხდება წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული წესით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;
პ) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%. მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება;
ჟ) სადაზღვევო რისკი – ამ ქვეპუნქტში მითითებული მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას, წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული წესით:
ჟ.ა) სეტყვა – ატმოსფერული ნალექები ყინულის წარმონაქმნების სახით (მცირე მარცვლიდან მსხვილი კვერცხისოდენა ზომის წარმონაქმნამდე), რომლებიც, როგორც წესი, ზაფხულში თან ახლავს კოკისპირულ წვიმას ან ჭექა-ქუხილს. სეტყვა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ან განადგურებას მცენარეთა მიწისზედა ორგანოებზე უშუალო მექანიკური ზემოქმედების შედეგად;
ჟ.ბ) ჭარბი ნალექი – უხვი ნალექების შედეგად იმ მიწის ზედაპირის გადარეცხვა ან/და დატბორვა გრუნტის ან/და შლამის (მიწა-წყლის) ან/და წყლის ნაკადით, რომელიც ჩვეულებრივ არ არის დაფარული წყლით. იწვევს მცენარეთა დაზიანებას ან/და განადგურებას მათ მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილებზე მექანიკური ზემოქმედების შედეგად, მათ მოგლეჯას ნიადაგიდან, ნიადაგის გამორეცხვას ან დაშლამიანებას. ასევე იწვევს წყლის დაგუბებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, მცენარეთა დაზიანებას ან/და განადგურებას ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგად;
ჟ.გ) ქარიშხალი – ქარი სიჩქარით -15 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებებს;
ჟ.დ) საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, რომელსაც შედეგად მოჰყვება დაზღვეული ციტრუსოვანი კულტურის თბური დაზიანება ან განადგურება;
რ) სადაზღვევო შემთხვევა – სადაზღვევო რისკების ხდომილების შედეგად დაზღვევის ობიექტისათვის ზიანის მიყენება, რომლის საფუძველზეც, წინამდებარე პროგრამის თანახმად, წარმოიშობა მზღვეველის პასუხისმგებლობა, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება;
ს) მისაღები მოსავალი – მოსავალი, რომელიც მითითებულია დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტში, როგორც მოსავალი, რომელსაც დამზღვევი/მოსარგებლე მიიღებდა, ადგილი რომ არ ჰქონოდა სადაზღვევო რისკის ხდომილებას;
ტ) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი – დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის წინამდებარე განკარგულებით დადგენილი წესით წარდგენილი ხელმოწერილი განაცხადი, რომლითაც დამზღვევის მიერ აღწერილია სადაზღვევო შემთხვევის ნიშნების მატარებელ მოვლენასთან დაკავშირებული გარემოებები და მოთხოვნილია სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი წარმოადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისათვის აუცილებელ დოკუმენტს;
უ) დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი – დოკუმენტი, რომელიც დგება მზღვეველის (ან მზღვეველის მიერ მოწვეული ექსპერტის) მიერ და რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი და დამზღვევი/მოსარგებლე და რომლითაც დასტურდება დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) მზღვეველის მიერ დათვალიერებისა და კონკრეტული შემთხვევის ხდომილებით გამოწვეული ზიანის ოდენობა. დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დამზღვევს/მოსარგებლეს, ხოლო მეორე რჩება მზღვეველთან;
ფ) სადაზღვევო ანაზღაურების აქტი – დოკუმენტი, რომელიც დგება მზღვეველის მიერ და ხელს აწერენ მზღვეველი და დამზღვევი/მოსარგებლე და რომელიც დგება დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტ(ებ)ისა და ასეთი აქტ(ებ)ით დადგენილი ზიანის ოდენობისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე და განსაზღვრავს მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ხდომილების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების თანხის ოდენობას. სადაზღვევო ანაზღაურების აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა დამზღვევს/მოსარგებლეს, ხოლო მეორე რჩება მზღვეველთან. სადაზღვევო ანაზღაურების აქტი წარმოადგენს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს, წინამდებარე პროგრამის პირობების შესაბამისად;
ქ) ნორმატიული მოსავლიანობა, ნორმატიული ფასი – წინამდებარე პროგრამის მიზნებისათვის, თითოეული სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის წინამდებარე პროგრამის №1 დანართით განსაზღვრული ნორმატიული მოსავლიანობა და ნორმატიული ფასი, რომლის ლიმიტს ზემოთ არ ხორციელდება დაზღვევა და არ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება;
ღ) სადაზღვევო ანაზღაურება – თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის მოსარგებლეს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად;
ყ) სააგენტო – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.
მუხლი 3🔗. სადაზღვევო ანაზღაურების პირობები
1. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველი ვალდებულია, სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში და ფრანშიზის გამოკლებით გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო რისკის დადგომის შედეგად დაზღვევის ობიექტის დაზიანების შემთხვევაში, წინამდებარე პროგრამით დადგენილი წესებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების წესი:
ა) მოვლენის დადგომისას, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავს მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს. თუ ამ ვადაში მზღვეველი არ შეადგენს დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს, იგი გადაუხდის სააგენტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, მზღვეველი ვალდებულია, გააფორმოს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დაუყოვნებლივ. პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისგან. ამასთან, მზღვეველი თავისუფლდება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან სრულად იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი წერილობითი განცხადებით არ მიმართავს მზღვეველს დამზღვევის იდენტიფიცირებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში;
გ) სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით დამზღვევის/მოსარგებლის მიმართ;
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა გადააჭარბებს ზიანის ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხის 10 %-ს, დამზღვევი/მოსარგებლე უფლებამოსილია, მოსთხოვოს მზღვეველს ზიანის ანაზღაურება და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა დაუყოვნებლივ.
3. ზიანის დარეგულირების პროცესში გასაფორმებელი დოკუმენტაცია:
ა) დამზღვევის მიერ შედგენილი და მზღვეველთან წარდგენილი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ წერილობითი განაცხადი;
ბ) დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი, რომელიც შედგება სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად;
გ) სადაზღვევო ანაზღაურების აქტი, რომელიც შედგება სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმისა და ვადების შესაბამისად.
4. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის შეფასება თითოეული კულტურის მიხედვით მოხდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ზიანის შეფასების საერთო წესის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
5. ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვევის ობიექტისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია:
ა) საყოველთაოდ აღიარებული სასოფლო-სამეურნეო და მოსავლის აღების პრაქტიკის (რომელიც სრულად შეესაბამება კონკრეტულ მიკროზონას და აგროკულტურას) დაუცველობით;
ბ) დაუზღვეველი რისკებით მაშინაც კი, თუ ასეთი ზიანი დადგა სადაზღვევო რისკთან ერთად ან მასთან კავშირში. მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიყენებულია უშუალოდ სადაზღვევო რისკ(ებ)ის შედეგად;
გ) დამზღვევის/მოსარგებლის განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით, მათ შორის, დამზღვევის/მოსარგებლის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოსავლის გადარჩენისა და შენარჩუნების მიზნით, ყველა გონივრული ზომის გამოუყენებლობა ზიანის დადგომისას ან მის შემდეგ.
6. მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება, ასევე:
ა) ზიანი, რომელიც დადგა შემდეგი გარემოებების დროს, ასეთი გარემოებების ფონზე ან მათთან კავშირში:
ა.ა) დაავადებათა, მწერთა და მღრღნელთა გავრცელება, დაგვიანებული მწიფობა და სხვა;
ა.ბ) ზიანი, რომელიც არ აღემატება სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებულ ფრანშიზას;
ა.გ) სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის მიყენებული დაზიანებები, თუ ასეთი დაზიანებები არ იწვევს ასეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის დაღუპვას/განადგურებას/დანაკარგს;
ბ) ზიანი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია საომარი მოქმედებებით, სამოქალაქო ომით, მასობრივი არეულობით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობით, ტერორიზმით ან მისი ნებისმიერი გამოვლინებით, ისეთი სტიქიური/ბუნებრივი მოვლენებით, რომლებიც არ წარმოადგენს წინამდებარე პროგრამით დაზღვეულ რისკებს, ასევე ამ გარემოებების დროს დამდგარი სადაზღვევო რისკებით გამოწვეული ზიანი.
მუხლი 4🔗. სადაზღვევო პოლისის გაცემის წესი და პირობები
დამზღვევსა და მზღვეველს შორის ფორმდება სადაზღვევო პოლისი, დამზღვევის მიერ წარდგენილი დაზღვევის განაცხადის საფუძველზე. წინამდებარე პროგრამის ფარგლებში, დაიზღვევა მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განთავსებულია დაზღვევის ობიექტი და რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მონაცემები: საკადასტრო კოდი ან/და აზომვითი ნახაზი ან/და GPS კოორდინატები და ადგილმდებარეობის მისამართი და ფართობი. ამ მონაცემების წარდგენა ევალება დამზღვევს, გარდა GPS კოორდინატების მონაცემებისა, რომელსაც წარადგენს მზღვეველი.
მუხლი 5🔗. მზღვეველის ანგარიშგება, სადაზღვევო პრემიის სუბსიდირება, მზღვეველის პასუხისმგებლობა და სადაზღვევო პოლისების გაყიდვისთვის გასაცემი საკომისიოს ოდენობა
1. მზღვეველი ვალდებულია, სააგენტოს ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 20 რიცხვამდე ელექტრონულად წარუდგინოს ანგარიშგება (შემდგომში – ანგარიშგება), შესაბამის თვეში განხორციელებული დაზღვევის შესახებ.
2. მზღვეველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს, ასეთი პოლისების საფუძველზე, სადაზღვევო პრემიის მზღვეველისათვის გადახდაზე.
3. ანგარიშგება სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დამზღვევის სახელი, გვარი, პირადი ნომერი/იურიდიული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) გაცემული სადაზღვევო პოლისის ნომერი;
გ) სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღი;
დ) დაზღვეული მიწის ნაკვეთის მდებარეობის აღმნიშვნელი ინფორმაცია: საკადასტრო კოდი ან/და აზომვითი ნახაზი ან/და GPS კოორდინატები და ადგილმდებარეობის მისამართი და ფართობი;
ე) დაზღვეული მიწის ნაკვეთის ფართობი;
ვ) დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურა და სადაზღვევო თანხა;
ზ) დაზღვევის პერიოდი;
თ) დამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემია;
ი) სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა;
კ) სადაზღვევო პოლისის ინდივიდუალური შტრიხ-კოდი.
4. მზღვეველი ვალდებულია, ანგარიშგებით წარდგენილი პოლისები შესაბამისი დოკუმენტაციის (განაცხადი, დამზღვევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, დამზღვევის მიერ თავისი წილი პრემიის გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს იმ სადაზღვევო პოლისის შტრიხ-კოდი, რომლის საფუძველზეც იქნა გადახდილი სადაზღვევო პრემია) თანდართვით მატერიალური სახით წარუდგინოს სააგენტოს არაუგვიანეს ანგარიშგების წარდგენის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.
5. სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემია (№1 დანართის შესაბამისად) გადახდას ექვემდებარება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული სუბსიდირების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პოლისი გაყიდულია პროგრამის №1 დანართით განსაზღვრულ ფიქსირებულ ტარიფში.
6. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ წარდგენილი ანგარიშგება/მატერიალური დოკუმენტაცია განხორციელებული დაზღვევის შესახებ შეიცავს მცდარ/არაზუსტ ან არასრულყოფილ ინფორმაციას, მზღვეველი დაჯარიმდება შემდეგი წესის მიხედვით:
ა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის ან გადახდის ფაქტის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში – თითოეულ ასეთ პოლისზე 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) დაზღვევის განაცხადთან შეუსაბამო დამზღვევის მისამართის, დამზღვევის პირადი ნომრის/საიდენტიფიკაციო კოდის, საკადასტრო კოდის, დაზღვეული კულტურის ან/და პრემიის ოდენობის არ წარდგენის/არ მითითების ან არასწორად წარდგენის/მითითების შემთხვევაში – თითოეულ ასეთ პოლისზე 100 (ასი) ლარით;
გ) GPS კოორდინატების არაზუსტად მითითების შემთხვევაში – თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ მითითებული GPS კოორდინატები არ შეესაბამება დაზღვეული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას (სოფელი, დაბა, ქალაქი). მზღვეველი დაჯარიმდება ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, თუ შესაბამისი თვის ანგარიშგებით წარდგენილი პოლისების 5% შეიცავს ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ხარვეზებს. ჯარიმის თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გამოსწორებისგან.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად მზღვეველს მიეცემა 10 კალენდარული დღე ხარვეზის გამოსწორების შესახებ წერილის მიღებიდან. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სააგენტო თავისუფლდება თავისი წილი პრემიის გადახდისგან, რასთან დაკავშირებითაც სააგენტო აცნობებს მზღვეველს თითოეულ ასეთ პოლისზე თავისი წილი პრემიის გადახდაზე უარის საფუძვლის მითითებით.
8. სააგენტო უფლებამოსილია, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხები გაქვითოს მზღვეველისათვის გადასახდელი ნებისმიერი ფულადი სახსრებიდან. თუ სააგენტოს მიერ არ ხორციელდება ჯარიმის გამოქვითვა, სააგენტოს მიერ დაკისრებული ჯარიმა მზღვეველის მიერ გადახდილი უნდა იქნეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
9. სააგენტოს მიერ წინამდებარე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებით სუბსიდირებული სადაზღვევო პრემიის გადახდაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს მზღვეველს, შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დამზღვევის/მოსარგებლის წინაშე სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
10. პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისების გაყიდვისთვის გასაცემი საკომისიოს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო ტარიფის 20%-ს.
მუხლი 6🔗. სადაზღვევო პრემიის გადახდის წესი
დამზღვევი ვალდებულია, სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის დამზღვევისათვის განსაზღვრული წილი გადაიხადოს პოლისის გაცემისთანავე სრულად და ერთჯერადად. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას უზრუნველყოფს სააგენტო №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. დაზღვევის მოქმედების პირობები
დაზღვევის მოქმედების პერიოდში ცალკეულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მიმართ მზღვეველის ვალდებულება ძალაში შედის:
ა) ერთწლიან კულტურებთან მიმართებაში, თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც ნაკვეთზე ჩატარებულია შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურის აგროწესებითა და აგროვადებით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება, სასოფლო-სამეურნეო კულტურის 90% თანაბრად აღმოცენებულია და იმყოფება სავეგეტაციო პერიოდის მიწისზედა ორგანოების (მინიმუმ 10 სმ) განვითარების ფაზაში და მოქმედებს მოსავლის აღებამდე, სანერგე მასალის (ჩითილი) დარგვის შემთხვევაში – სანერგე მასალის (ჩითილის) ღია გრუნტში გადარგვიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა;
ბ) მრავალწლიან კულტურებთან მიმართებაში, თუ სადაზღვევო რისკი მომხდარია მას შემდეგ, რაც:
ბ.ა) ხილი – დაზღვეულ ტერიტორიაზე ხეებზე ნაყოფის 50% მიაღწევს 0.8 სმ-ს დიამეტრში, გარდა ბლის, ალუბლისა და თხილისა, რომელთა შემთხვევაშიც დაზღვევა ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი მიაღწევს 0.4 სმ-ს დიამეტრში;
ბ.ბ) კენკრა – მცენარეს გავლილი აქვს ყვავილობის ფაზა, ნაყოფი ხდება მკვეთრად გარჩევადი და ფორმირებულია ბუჩქზე;
ბ.გ) ყურძენი – გამოტანილია მტევანი (როდესაც მტევანი გაშლილი და ვიზუალურად გარჩევადია).
მუხლი 8🔗. დაზღვევის მოქმედების შეწყვეტა
დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება;
ბ) სადაზღვევო პოლისის ვადის გასვლა;
გ) მოსავლის სრულად აღება დაზღვეული ტერიტორიიდან;
დ) მოსავლის ტექნიკური სიმწიფის დასრულება;
ე) მოსავლის ან სარგავი მასალის (ჩითილი) სრული განადგურება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და პროგრამით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
მუხლი 9🔗. ზიანის ანაზღაურება
1. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისათვის მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დაზღვეული ტერიტორიის ლიმიტის გამრავლებით ზიანის პროცენტზე, ხოლო დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის დაზიანების შემთხვევაში – დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის ლიმიტის გამრავლებით ზიანის პროცენტზე. ამასთან, მზღვეველის მიერ წინამდებარე პუნქტში მითითებული წესით გაანგარიშებულმა სადაზღვევო ანაზღაურებამ არ უნდა გადააჭარბოს რეალური ზიანის ოდენობას, მითითებული ორი სიდიდიდან იმ თანხას, რომელიც უფრო მცირე იქნება: სადაზღვევო რისკების ხდომილების შედეგად განადგურებული მოსავლის რეალურ ღირებულებას ან ნორმატიული ფასის მიხედვით გაანგარიშებულ ღირებულებას, თუ მზღვეველსა და დამზღვევს ან მოსარგებლეს შორის სხვა შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
2. მზღვეველის პასუხისმგებლობა მცირდება მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით.
3. განადგურებული მოსავლის რეალური ღირებულების გამოანგარიშებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:
ა) მიმდებარე ტერიტორიებიდან ანალოგიური სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის აღების პერიოდში მისი საშუალო საბაზრო ფასი. საშუალო საბაზრო ფასის შესახებ ინფორმაცია მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ან დადგენილ უნდა იქნეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი დასკვნით;
ბ) სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის განსაზღვრული მისაღები მოსავლის ოდენობა.
4. როდესაც დაზღვეული ტერიტორია ან ტერიტორიის ნაწილი დაზიანებულია დაზღვეული რისკის შედეგად იმდენად, რომ მიკროკლიმატური ფაქტორების და დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით მიზანშეწონილია გადათესვა/გადარგვა, მზღვეველი აანაზღაურებს გადარგვა/გადათესვის დადასტურებულ ხარჯებს, მაგრამ არაუმეტეს დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტის 20% -ისა.
5. თუ გადათესვა/გადარგვა მიზანშეწონილია, მაგრამ დამზღვევი გადაწყვეტს, არ განახორციელოს გადათესვა/გადარგვა, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას დაზღვეული ტერიტორიის ნაწილის სადაზღვევო ლიმიტის 15%-ის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში, ტერიტორიის ამ ნაწილთან მიმართებაში დაზღვევა წყდება. დარჩენილ დაზღვეულ ტერიტორიასთან მიმართებაში სადაზღვევო ლიმიტი მცირდება პროპორციულად.
6. დამზღვევი უფლებამოსილია, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიიდან აიღოს მოსავალი მზღვეველთან ზიანის ოდენობაზე დადებული წერილობითი შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
7. თუ აღმოჩნდება, რომ დაზღვეული ტერიტორიიდან მისაღები მოსავლის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე პოლისში დაფიქსირებული სადაზღვევო ლიმიტი, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა პროპორციულად შემცირდება.
8. თუ ერთი დაზღვევის ობიექტი დაზღვეულია რამოდენიმე მზღვეველის მიერ, კონკრეტული მზღვეველის მიერ გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა გამოითვლება სადაზღვევო დაფარვის მთლიან მოცულობაში მისი წილის პროპორციულად.
9. თუ სადაზღვევო შემთხვევის მომენტისთვის ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის დაზიანების პროცენტზე შეთანხმება, შეჩერდება ზიანის დარეგულირება ამ მაჩვენებლის დადგენამდე. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს განმეორებითი ექსპერტიზა/მოწვეულ იქნეს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელთან დაკავშირებული ხარჯი თანაბრად იქნება განაწილებული დავაში მონაწილე პირებზე.
მუხლი 10🔗. სააგენტოს, მზღვეველისა და დამზღვევის უფლება-მოვალეობები
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს მზღვეველს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა, რაც დაკავშირებულია სააგენტოს თანადაფინანსებასთან ან პროგრამის მიმდინარეობასთან;
ბ) ნებისმიერ დროს, მზღვეველთან ან დამზღვევთან წინასწარ შეთანხმების გარეშე, განახორციელოს დამზღვევის/მოსარგებლის, დაზღვევის ობიექტის და მზღვეველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტების/ექსპერტების და/ან აუდიტორების მეშვეობით, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს. მონიტორინგის განხორციელების წესს შეიმუშავებს სააგენტო;
გ) დამზღვევის მიერ დასაზღვევი ტერიტორიის ხელოვნურად შემცირების/დაყოფის ან/და დაზღვევის ობიექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან/და პროგრამის საფუძველზე სუბსიდიის მიღების უფლების შესახებ არასწორი ინფორმაციის შემთხვევაში, დააკისროს დამზღვევს ჯარიმა სააგენტოს მიერ გადახდილი პრემიის ორმაგი ოდენობით. ამასთან, ასეთ პოლისთან მიმართებაში მზღვეველი თავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისგან სრულად და მას არ წარმოეშობა დამზღვევისათვის გადახდილი სადაზღვევო პრემიის დაბრუნების ვალდებულება.
2. სააგენტო ვალდებულია, გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის №1 დანართით განსაზღვრული მისი წილი, წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. მზღვეველი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სააგენტოს ანგარიშგებით წარდგენილ პოლის(ებ)ზე სააგენტოს წილი სადაზღვევო პრემიის გადახდა;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ნებისმიერ დროს, თავად ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით მოახდინოს დაზღვეული ტერიტორიის შემოწმება. შემოწმების შედეგად შეადგინოს დათვალიერების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი და დამზღვევი/მოსარგებლე;
გ) მოსთხოვოს დამზღვევს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის, სადაზღვევო ინტერესის დადგენისა და სადაზღვევო ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრისათვის;
დ) არ აანაზღაუროს ზიანი, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დადგინდება, რომ დამზღვევი/მოსარგებლე არ იყო უფლებამოსილი, მიეღო პროგრამით განსაზღვრული სუბსიდირება;
ე) განახორციელოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
4. მზღვეველი ვალდებულია:
ა) წინამდებარე განკარგულებით გათვალისწინებული წესით დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერება და დაზღვეული დაზიანებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის შედგენა;
ბ) დამზღვევს შესთავაზოს მხოლოდ წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული სადაზღვევო პირობები;
გ) შექმნას პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს დამზღვევის/მოსარგებლის უფლებას, შეუფერხებლად დაუკავშირდეს ან შეხვდეს მზღვეველის წარმომადგენელს სადაზღვევო მომსახურებაში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით;
დ) 30 კალენდარული დღით ადრე აცნობოს სააგენტოს სადაზღვევო პოლისების გაცემის შეწყვეტის შესახებ;
ე) დაზღვევა განახორციელოს (გასცეს სადაზღვევო პოლისი) თითოეული კულტურისათვის სააგენტოსა და მზღვეველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
ვ) შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
5. დამზღვევი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს სააგენტოს თავის სადაზღვევო პოლისზე სააგენტოს წილი სადაზღვევო პრემიის გადახდა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ განკარგულებით დამზღვევისათვის დადგენილ კრიტერიუმებს;
ბ) დაზღვევის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსთხოვოს მზღვეველს სადაზღვევო პოლისის გაცემა;
გ) მოსთხოვოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით;
დ) განახორციელოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
6. დამზღვევი ვალდებულია:
ა) სრულად და ერთჯერადად გადაიხადოს მისი წილი სადაზღვევო პრემია სადაზღვევო პოლისის გაცემის მომენტისათვის;
ბ) შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 11🔗. სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა
იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა, რომლებიც აღნიშნული არ არის №1 დანართში, მოხდება პროგრამაში მონაწილე ყველა მზღვეველისა და სააგენტოს შეთანხმებით.