ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 12.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №27/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250010.15.008.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2016
matsne.gov.ge 426 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 98% 19.08.2016 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 28.03.2018 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 93% 25.08.2025 „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 07.09.2021 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 92% 02.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №27/2016 2016 წლის 12 აპრილი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრამდე არაუადრეს 30-ე (22 აპრილი) და არაუგვიანეს მე-20 დღისა (2 მაისი) განახორციელონ ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება, რომელშიც მითითებული იქნება: 1. ამომრჩევლის სახელი, გვარი. 2. დაბადების თარიღი (რიცხვი,თვე, წელი). 3. ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. 4. საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი, სადაც ამომრჩეველს შეეძლება ხმის მიცემა. 5. ამომრჩევლის მიერ სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისათვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა. მუხლი 2🔗 ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება მოხდება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ბარათების მისამართებზე დარიგებას ახორციელებს კომისიის არანაკლებ 2 წევრი ერთდროულად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული განცხადების საარჩევნო კომისიაში შეტანის, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და მისი განმცხადებლისათვის გაცნობის, ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით. მუხლი 4🔗 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება: 1. შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. 2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებში შესაბამისი ასახვის  მიზნით. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განცხადების იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-16 დღე  (6 მაისი). შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა   (10 მაისი), ეგზავნება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ასახვის მიზნით, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 6🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დადგენილების მოთხოვნათა არაჯეროვანი შესრულება განიხილება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 28-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად. მუხლი 7🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩევლის მონაცემების ბარათის სახეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (22 აპრილი) ამტკიცებს ცესკო განკარგულებით. მუხლი 8🔗 დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს, ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური ხარჯების დაფარვა მოახდინოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებიდან. მუხლი 9🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 10🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი