იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 13.04.2016
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1709
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016352
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| N | კანდიდატის სახელი, გვარი |
| 1. | ზეპირი კომუნიკაციის უნარი |
| 2. | წერილობითი კომუნიკაციის უნარი |
| 3. | დროის მართვის უნარი |
| 4. | ანალიტიკური აზროვნების უნარი |
| 5. | დეტალებზე ორიენტირებულობა |
| 6. | კარიერული მიზნები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№1709
2016 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი
დანართი N1
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება, მიმართულება –
სამართალი;
ბ) სამუშაო გამოცდილება –
აუცილებელია სამართლის სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა.
3. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
გ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) ,,ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
თ) ,,ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ი) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
კ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ლ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
მ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;
ნ),,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანება.
დანართი N 2
გასაუბრების შეფასების ფორმა N1
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________
კანდიდატის სახელი, გვარი: ___________________________________________
კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:________________________________
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_______________________________________________
N
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
განათლება/კვალიფიკაცია
2.
სამუშაო გამოცდილება
3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
4.
სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია)
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:_______________________________________________
დანართი N3
გასაუბრების შეფასების ფორმა N2
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.
ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ___________________________________
კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________
კომისიის წევრის სახელი, გვარი: _________________________________________
თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):___________________________________________
N
შეფასების კრიტერიუმები
შეფასების ქულა
კომისიის წევრის კომენტარი
1.
ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2.
წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3.
დროის მართვის უნარი
4.
ანალიტიკური აზროვნების უნარი
5.
დეტალებზე ორიენტირებულობა
6.
კარიერული მიზნები
შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა
კომისიის წევრის ხელმოწერა:_______________________________________________
.
დანართი N4
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
N
კანდიდატის სახელი, გვარი
შეფასების ჯამური ქულა
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________
2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_________________________________
3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:__________________________________
4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________
5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________
.