„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№137
2016 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05.06.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №7-ის − „სამართალშემოქმედების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი (საჯარო სამართლის მიმართულებით)
უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.
ნორმატიული აქტები:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო და სისხლის სამართლის სამმართველოს მრჩეველი (სისხლის სამართლის მიმართულებით)
უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.
ნორმატიული აქტები:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (ზოგადი ნაწილი);
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
პატიმრობის კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. კერძო სამართლის სამმართველოს მრჩეველი
უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
იურისტად მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, PowerPoint, Excel) ცოდნა.
ნორმატიული აქტები:
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, წიგნი მეორე და წიგნი მესამეს ზოგადი ნაწილი და I-VII კარები);
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტი“;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.“.
2. დანართი №9-ის − „ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის უფროსი
უმაღლესი განათლება − მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების –
მენეჯმენტის (სასურველია − ადამიანური რესურსების მართვის სპეციალიზაციით), ფსიქოლოგიის ან იურიდიული განხრით;
განათლების შესაბამისი 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, არანაკლებ, 1 წელი საჯარო სამსახურში);
საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint);
ინგლისური ენის კარგად ფლობა.
ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი II;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება;
„საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება;
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანება;
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება;
ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
უმაღლესი განათლება − მაგისტრის ხარისხი (სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, ჰუმანიტარული მეცნიერებების ან იურიდიული მიმართულებით);
ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
მენეჯერად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის კარგად ფლობა;
საოფისე პროგრამებთან მუშაობა (Word, Excel, Outlook, PowerPoint).
ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, თავი II;
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;
„საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილება;
„საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილება;
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანება;
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილება;
ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები.“.
3. დანართი №12-ის − „პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკის/მასობრივი კომუნიკაციის, მედიახელოვნების, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში.
მედიაში/მედიასთან ან/და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
სასურველია − მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი