⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.02.2017)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2016
ძალის დაკარგვა 22.02.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,591 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2016 მიღება
22.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2016 წლის 13 აპრილი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების წ ე ს ი ეს წესი განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სახის ფულადი დახმარებები: ა) ერთჯერადი ფულადი დახმარება; ბ) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა; დ) დედმამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვა; ე) უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება; ვ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა; ზ) ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა; თ) C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარება; ი) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; კ) დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარება. თავი II ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი მუხლი 2🔗. ერთჯერადი ფულადი დახმარება ერთჯერად ფულად დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობისა), მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ოჯახები, რომლებიც განიცდიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას: 2.1. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ გასაჭირს (3 ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვის ყოლის შემთხვევაში, თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს); 2.2. სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ გასაჭირს და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001–ს; 2.3. დევნილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები (თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001–ს); 2.4. მარტოხელა მშობლები (სამოქალაქო კოდექსის 1191​1 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო რეესტრის ცნობის წარმოდგენისას); 2.5. სოციალური და სამედიცინო სტატუსის არმქონე პირები, რომლებიც განიცდიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირს და აღნიშნული დადასტურებულია შუამდგომლობით (პირები, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზის სუბიექტები და პირები, რომლებსაც არა აქვთ დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი); 2.6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 001-ს ან 65 000-ს (თუ ოჯახი გადამოწმებული არ არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების საფუძველზე – 57000 ქულა, ხოლო თუ გადამოწმებულია ახალი მეთოდოლოგიით, ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 65001-ს. აღნიშნული უნდა დადასტურებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერით). 2.7. ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები (გარდა მეორე სამამულო ომის მონაწილეებისა და თუ ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 001-ს); წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ე) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) განსაკუთრებული შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი), ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე; თ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 3🔗. ავადმყოფთა სოციალური დაცვა სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება გაეწევა: 3.1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 100 001-მდე, ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და სადაზღვევოს მიერ არ უნაზღაურდება, ან მკურნალობის თანხა უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობისა. ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100, დედანი); ვ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.2. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის და საკრებულოს წევრის წერილობითი დასაბუთებით ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და მკურნალობის თანხა არ უნაზღაურდება სადაზღვევოს მიერ, ან უნაზღაურდება ნაწილობრივ, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება წარმოდგენილი ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობისა. ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100, დედანი); ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ზ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; თ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.3. ბენეფიციარისათვის, რომელსაც ესაჭიროება: გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება – ქირურგიული ოპერაცია, კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბროსკოპია და ფიბროსკოპია, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა (25 წლის ასაკამდე), თვალის ლაზერული ქირურგია, იოდით თერაპია, მენჯ-ბარძაყის ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება, სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა, კონსერვატიული მკურნალობა – არაუმეტეს 500 ლარისა.  ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; გ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100, დედანი); ვ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.4. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი კვლევის ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ზ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) ცნობა დაზღვევის ფარგლებში არდაფინანსების შესახებ. ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.5. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო სტაციონარული მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ღირებულების 50%–ით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; ე) ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); თ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ი) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 3.6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 300 ლარისა) პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ანგარიშ-ფაქტურა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის და ღირებულებისა შესახებ. დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი;) ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე. 3.7 ამ მუხლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის შესახებ საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗 1. ამ წესის გათვალისწინებით მომზადებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს.  2. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის და საკრებულოს წევრის შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ამ დებულებით განსაზღვრულ რომელ კატეგორიას (მუხლი, პუნქტი) მიეკუთვნება ყოველი კონკრეტული შემთხვევა. მუხლი 5🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (წელიწადში ერთხელ): ა) დაუნის სინდრომით, ცერებრალური დამბლით დაავადებულები – 21 მარტს;  ბ) აუტიზმით დაავადებულები – 2 აპრილს;  გ) ლეიკემიით დაავადებული ბავშვები – 1 ივნისს; დ) ეტლს მიჯაჭვულები,უსინათლოები, მეტყველება და სმენადაქვეითებულები – 3 დეკემბერს. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მეურვემ/მზრუნველმა/მხარდამჭერმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის, (ასეთის ყოლის შემთხვევაში), პირადობის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ვ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 6🔗. დედმამით ობოლი ბავშვების სოციალური დაცვა 1. დედმამით ობოლ თითოეულ ბავშვს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, მიეცემა 500 (ხუთასი) ლარი წელიწადში ორჯერ (1 ივნისს და ახალ წელს). მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება; ბ) მეურვის/მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეურვეობის/მზრუნველობის ან კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობა მშობლების გარდაცვალების შესახებ; ე) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი (ასლები); ვ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ზ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 7🔗. უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება 1.1 დროებითი 1-წლიანი დახმარება, რაც დაკავშირებულია ბინის დაქირავებასთან, იაფი საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველსაყოფად. თანხის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით თვეში. 1.2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დამქირავებლის და მქირავებლის); გ) ხელშეკრულების ასლი ქირავნობის შესახებ (ნოტარიუსის მიერ დამოწმებული), სადაც იქნება მითითებული ქირავნობის თანხა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომელშიც დამოწმებული იქნება, რომ განმცხადებელს ნამდვილად არ აქვს საცხოვრებელი; (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ზ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. 2.1. სტიქიური უბედურების შედეგად ან სხვა მიზეზთა გამო დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ხანძრის ან ბუნებრივი სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობისა; ბ) ხანძრის ან ბუნებრივი სტიქიის შედეგად ნაწილობრივ დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობისა; გ) ხანძრის შედეგად დამხმარე ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობისა; დ) ეპიდემიის შედეგად, მასობრივად დაწყვეტილი პირუტყვის (ორი ან მეტი) შემთხვევაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობისა. 2.2. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დასკვნა), რომელიც გაცემულია უფლებამოსილი (სახანძრო-სამაშველო განყოფილებიდან და/ან ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური) სამსახურის მიერ (ან ასლი, დამოწმებული ბეჭდით უფლებამოსილი სამსახურის მიერ); დ) ცნობა სოციალური მომსახურების საგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ზ) საბანკო რეკვიზიტები სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 8🔗. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფა 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა მეორე მსოფლიოს ომში მონაწილეს, 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წერილობით მიმართვის საფუძველზე. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომის მონაწილის (ვეტერანის) დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 9🔗. ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 300 (სამას) ლარს, (1 ოქტომბერს). ხანდაზმულის ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი;) დ) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. მუხლი 10🔗. C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარება; C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პროგრამის ფარგლებში, კერძოდ - თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა. პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;     (შუამდგომლობას ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი); ვ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა; ზ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 11🔗. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება: 1. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:  ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ გარდაცვლილ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება;  ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;  გ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლისაგან, საკრებულოს წევრისგან, პოლიციიდან ან სხვა დაწესებულებიდან – უპატრონო მიცვალებულის შესახებ; ვ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი; ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა :  ა) 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში.  ბ) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში.  გ) 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების შემთხვევაში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. მუხლი 12🔗. დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეთა დახმარება დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქებს მუნიციპალიტეტის მიერ აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯები ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) წერილი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა. თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება მუხლი 13🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების მისაღებად, ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგეობას ან ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს. 2. დახმარების მისაღებად, მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას. 4. მუნიციპალიტეტში შემოსული ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და საოპერაციო დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად და დროებითი განსახილველად ეგზავნება დროებით სამუშაო ჯგუფს. მუხლი 14🔗. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფლებამოსილება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, შემოსული განცხადებების (გარდა I თავის 1 მუხლის ა) და ბ) პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია – ამზადებს ბრძანების პროექტს და საგარანტიო წერილს მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად, ხოლო განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 15🔗. დროებითი სამუშაო ჯგუფი 1. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფის მდივანი ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, ამზადებს სამუშაო ჯგუფისთვის წარსადგენად, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, განმცხადებელს მიმართავს ხარვეზის შესავსებად. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფი სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 4. მომზადებულ დოკუმენტაციას განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტით. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფის მიერ შეიძლება გაიცეს დახმარება განსხვავებული თანხის ოდენობით, რომელიც დაფიქსირებული იქნება ოქმში. 6. ოჯახს უფლება აქვს ერთჯერადი მატერიალური დახმარება ითხოვოს წელიწადში მხოლოდ ერთხელ. (უკიდურეს და გადაუდებელ შემთხვევაში – ორჯერ). 7. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. ჯგუფში შედიან როგორც გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა. მუხლი 16🔗. სხდომის ოქმი 1. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 2. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში. 3. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი. 4. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის გარეშე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე განსხვავებული თანხის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მუხლი 18🔗. დახმარების გაცემა 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), ასანაზღაურებლად იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურში. 2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით (დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ საბანკო ან შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე). თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 19🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.