⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.02.2017)
გაუქმებულია:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 13.04.2016
ძალის დაკარგვა 02.02.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 183 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2016 მიღება
02.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 2016 წლის 13 აპრილი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის  ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა), ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,50 (ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, ხაზობრივი ნაგებობებისათვის გრძივ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი გზა, ელ. გადაცემის ხაზები, ელ.კავშირი, არხები და სხვა), სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 (ერთი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №13 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი