სს „ელექტროიზოლიტი“-ის განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ელექტროლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 13 აპრილი
2016 წლის 6 მაისს 14-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.სს „ელექტროიზოლიტის“ 2015 წლის წლიური ანგარიში(შედეგები) და მისი დამტკიცება.
2. აუდიტორის არჩევა.
3.სს „ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის გადარჩევა.
4.სს „ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება.
სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 5 აპრილი.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დრო – 2016 წლის 6 მაისის 13.00 სთ.
საზოგადოების აქციონერთა მორიგი საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს“ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, 2016 წლის 14 აპრილიდან 2016 წლის 06 მაისამდე ყოველ სამუშაო დღეს, 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
სს „ელექტროიზოლიტის“ დირექტორი თამაზ ქამხაძე