„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„მუხლი 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, აგრეთვე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, აგრეთვე სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი), რომელიც არის ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
4. სახელმწიფო რეესტრი (გარდა „საიდუმლო“ ნაწილისა) წარმოებს ელექტრონული ფორმით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ყველა ნორმატიული აქტი. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
6. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ნორმატიული აქტი შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ამ ნორმატიული აქტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 27 აპრილი 2016 წ. N5034-IIს |