საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 100010000.22.038.016660
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.05.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ხულორდავა | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
№17 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №15 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ №14 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №66
2016 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
პატიმრობის კოდექსის 581 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) მდგომარეობის კრიზისულ ვითარებად შეფასების, კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში –
დეპარტამენტი) სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედებასა და მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესს.
მუხლი 2🔗. მდგომარეობის კრიზისულ ვითარებად შეფასება
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომში –
მინისტრი).
მუხლი 3🔗. კრიზისული ვითარების მართვის შტაბი
1. დეპარტამენტის დირექტორის მიერ, მინისტრისათვის შეტყობინებისთანავე, იქმნება კრიზისული ვითარების მართვის შტაბი (შემდგომში –
შტაბი).
2. შტაბის შემადგენლობაში, როგორც წესი, შედიან:
ა) მინისტრი (შტაბის უფროსი);
ბ) მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილები;
გ) დეპარტამენტის დირექტორი;
დ) დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილეები;
ე) დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი;
ვ) დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს უფროსი;
ზ) დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი;
თ) დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსი;
ი) დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი;
კ) დაწესებულების დირექტორი;
ლ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
მ) სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;
ნ) სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი;
ო) სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
პ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 4🔗. კრიზისული ვითარების მართვა და შტაბის უფლებამოსილებები
1. შტაბი საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით.
2. შტაბის სხდომას ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი.
3. შტაბი:
ა) ხელმძღვანელობს კრიზისული ვითარების მართვას;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი ძალების თაობაზე;
გ) იღებს გადაწყვეტილებას გამოსაყენებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, საზოგადოებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდებას;
ე) აძლევს მითითებებსა და დავალებებს შესაბამის სამსახურებს უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელების თაობაზე;
ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციას კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ.
4. შტაბს სხდომის მიმდინარეობისას უფლება აქვს –
ჰქონდეს პირდაპირი წვდომა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით განხორციელებულ მეთვალყურეობაზე.
5. შტაბის შეკრება შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განთავსების ადგილას და სამინისტროს სხვა ობიექტებზე.
6. შტაბის სხდომის მიმდინარეობისას წარმოებს სხდომის ოქმი, რომელსაც უზრუნველყოფს დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი.
7. კრიზისული ვითარების მართვისას სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
8. კრიზისული ვითარების მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, შტაბი ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს.
მუხლი 5🔗. სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვა
1. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
2. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.
3. სპეციალური ინტერვენციების რაზმების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, ასევე სამინისტროს სისტემის სხვა მოსამსახურეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვთ სათანადო მომზადება.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი, მინისტრის თანხმობით.
5. სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება გამოიცემა წერილობითი სახით.
6. დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება შეიძლება გამოიცეს ზეპირი ფორმით, თუ სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის დაყოვნებით საფრთხე ექმნება სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს. ასეთ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება წერილობითი სახით უნდა გამოიცეს სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
მუხლი 6🔗. საზოგადოების ინფორმირება
კრიზისული ვითარების მართვისას, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ხდება საზოგადოების სათანადო ინფორმირება.
მუხლი 7🔗. კრიზისული ვითარების ანალიზი
1. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების ამოწურვის შემდეგ, შტაბი:
ა) აანალიზებს მომხდარ ფაქტს;
ბ) იკვლევს კრიზისული ვითარების გამომწვევ მიზეზებს;
გ) აფასებს მოსამსახურეთა ქმედებებს;
დ) საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციებს უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმებში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. კრიზისული ვითარების ანალიზის შემდეგ დგება შესაბამისი ანგარიში, რომელსაც ხელს აწერს შტაბის ყველა წევრი.
3. შტაბის ანგარიში ხელმოწერის შემდეგ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. შტაბის ანგარიში გადაეცემა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს.
5. დაწესებულების მოსამსახურეთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების არსებობისას, შტაბი ატყობინებს სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს.