მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.04.2016
ძალის დაკარგვა 28.02.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.109.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,4 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2016 წლის 18 აპრილი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN -არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG -არის მარტვილის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.4-ს;
გ) ITL -არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის-1-ს;
დ) C- არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 50-ს.
მუხლი 2🔗
პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. მარტვილში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (lari)
0,4
1
0,24
50
4,80
მუხლი 3🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.92 ლარს.
მუხლი 4🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.44 ლარს.
მუხლი 5🔗
მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. მარტვილში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,40 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი ფასი.