⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.04.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/202
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016439
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 606 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
01.06.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/202 2016 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა; 2. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა; მუხლი 2🔗. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის  დეპარტამენტის მოხელეები 1. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის  სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა; 2. ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი  გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის  გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;