ა) უმაღლესი განათლება;

ბ) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე;

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) პატიმრობის კოდექსი;

დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

ე) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

კ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ნ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ო) „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანება;

პ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ჟ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებ