თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.04.2016
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016263
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარინა ხარხელაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 14 აპრილი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 852 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა და 855 მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების ტიპური დებულება, №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
გამგებელმა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
ა) უზრუნველყოს დასახლებების საერთო კრების ასახვა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:
ა.ა) მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომელშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ზე მეტია;
ა.ბ) თითოეულ დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.
ბ) რჩეულის კანდიდატთა ბიულეტენების ფორმის, ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ) გამგეობის დებულებაში ცვლილების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.
მუხლი 3🔗.
დადგენილება
ძალაშია
გამოქვეყნებისთანავე
.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემარინა ხარხელაური
დანართი
№1
თიანეთის
მუნიციპალიტეტის
იმ
დასახლებისთვის,
რომელშიც
რეგისტრირებულია
2000-
ზე
მეტი
ამომრჩეველი
,
საერთო
კრების
დებულება
ეს დებულება განსაზღვრავს დასახლების საერთო კრების მოწვევის, საერთო კრებაზე საკითხების ინიციირების საკითხებზე კენჭისყრის გამართვის, საერთო კრების რჩეულის უფლებებს და მოვალეობებს, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებულ პუნქტში, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დასახლების საერთო კრების ცნება
1. დასახლების საერთო კრება (შემდგომ – საერთო კრება) არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
2. საერთო კრების სახელწოდება შედგება შესაბამისი დასახლების კატეგორიის დასახელებისგან („სოფელი“/„დაბა“/„ქალაქი“), დასახლების სახელწოდებისგან და ზოგადი სახელწოდებისგან („საერთო კრება“).
მუხლი 2🔗. საერთო კრების პრინციპები
საერთო კრების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა;
ვ) თანასწორობა.
მუხლი 3🔗. საერთო კრების სამართლებრივი საფუძვლები
1. საერთო კრების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება.
2. კრების საქმიანობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით, წყვეტს საერთო კრება.
მუხლი 4🔗. საერთო კრების შემადგენლობა
1. საერთო კრების სრულუფლებიანი წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე, შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს და ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3. პირის საერთო კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან დასახლებაში რეგისტრირებული სამი ამომრჩევლის მიერ დამოწმებული აქტის საფუძველზე.
4. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში – რჩეული).
5. ერთი და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
თავი II
საერთო კრება
მუხლი 5🔗. საერთო კრების უფლებამოსილებები
საერთო კრება:
ა) განიხილავს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
ბ) „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ფარგლებში და დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით და ახორციელებს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგს;
გ) იღებს ინფორმაციას დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავებს წინადადებებს მუნციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში;
დ) ახორცილებს მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს დასახლების ტერიტორიაზე და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ვ) ქმნის დასაქმების მსურველთა ბაზას და ახორციელებს დასახლებაში ადამიანური რესურსების შესწავლას;
ზ) შუამდგომლობს მუნიციპალიტეტთან დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების თაობაზე;
თ) განიხილავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე;
ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს დასახლების განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტს;
კ) იხილავს და მუნიციპალიტეტს აწვდის რეკომენდაციებს დასახლებაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ;
ლ) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში კულტურული ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ორგანიზებასთან დაკავშირებით;
ნ) ახორციელებს სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების მონიტორინგს;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით;
პ) განიხილავს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგენს დასაბუთებულ შენიშვნებსა და წინადადებებს;
ჟ) განიხილავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს. მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად ამზადებს შესაბამის შენიშვნებსა და წინადადებებს;
რ) ორგანიზებას უწევს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართავს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ს) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ტ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს დასახლების საზღვრების დადგენა-შეცვლის საკითხებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
უ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით განიხილავს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგენს საკუთარ შენიშვნებს;
ფ) განიხილავს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებულ საკითხს;
ქ) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებებს აძლევს რჩეულს;
ღ) საერთო კრების ცალკეულ უფლებამოსილებათა შესრულებას ავალებს რჩეულს;
ყ) ახორციელებს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები
საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) რჩეულს.
მუხლი 7🔗. პირველი (დამფუძნებელი) საერთო კრების მოწვევა
1. დასახლებაში პირველი (დამფუძნებელი) საერთო კრების მოწვევის უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. პირველი(დამფუძნებელი) საერთო კრება მოიწვევა იმავე წესით, რაც კანონით და ამ დებულებით დადგენილია რეგულარული საერთო კრების მოწვევისთვის.
მუხლი 8🔗. ამომრჩეველთა 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურა
1. ამომრჩეველთა 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში:
ა) საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი;
ბ) საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
2. საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, ფაქტობრივი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
გ) საერთო კრების დეტალური დღის წესრიგი;
დ) საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია.
3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
4. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
5. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი, საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6. საერთო კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნებას უზრუნველყოფს განცხადების მარეგისტრირებელი ორგანო.
7. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. რეგისტრაციაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
8. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
9. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან გადაეცემა სიის ფურცლები და იწყებს საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი.
10. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა (ვადაში ჩაითვლება დასვენების დღეები) საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის კანონით დადგენილი წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
11. საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს 15 დღე და არაუგვიანეს 30 დღე.
12. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.
მუხლი 9🔗. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
3. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის:
ა) თარიღი;
ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);
გ) საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია.
4. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს რჩეულის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30 დღე.
5. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის შესახებ ცნობის მიღების შემთხვევაში.
6. ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
7. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია კანონის და ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 10🔗. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც გაიმართა საერთო კრების პირველი შეკრება. ასეთ შემთხვევაში ინფორმაცია საერთო კრების მოწვევის შესახებ ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
2. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ორგანიზების ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში და შესაბამის დასახლებულ პუნქტში, ასევე ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 11🔗. საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
2. ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 12🔗. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი, საინიციატივო ჯგუფის, ან რჩეულის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს გამგებლის მიერ საერთო კრების საკუთარი ინიციატივით მოწვევის შემთხვევაშიც.
2. რეგისტრაციაზე ან/და საერთო კრების ჩატარებისთვის თვითმმართველი ორგანოებიდან საჭირო ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე უარი მუნიციპალიტეტის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 13🔗. საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20% მაინც, ისე რომ იმავდროულად უზრუნველყოფილი იყოს მთელი დასახლების საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ის მონაწილეობა, რომელთაგან როგორც უბნებში გამართული შეკრებების, ისე საერთო კრების მონაწილეთა 30% მაინც უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ სქესს.
2. დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში საერთო კრების სხდომები შესაძლებელია გაიმართოს ერთდროულად.
3. საერთო კრების მოწვევის ინიციატორის შესაბამისად საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე, ან/და რჩეული, ან მის მიერ უფლებამოსილი საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
4. თუ რჩეული არჩეული არ არის, ან არ ესწრება საერთო კრებას, საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.
5. თუ რჩეული არჩეული არ არის, ან არ ესწრება საერთო კრებას, საერთო კრების მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციას ასრულებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.
6. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს და კრების მოდერატორის ფუნქციებს ასრულებს საერთო კრების რჩეული. თუ რჩეული არ ესწრება სხდომას, საერთო კრებას წარმართავს და მოდერატორის ფუნქციებს ასრულებს რჩეულის მიერ უფლებამოსილი პირი.
7. დასახლების საერთო კრების მოდერატორი, ნიშნავს დასახლების ცალკეული ნაწილების/უბნების სხდომების მოდერატორებს და ახორციელებს სხდომების ჩატარების ორგანიზებას და კოორდინაციას.
8. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო საერთო კრების მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოხელე.
9. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, მიუხედავად საერთო კრების მოწვევის ინიციატორისა, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. დასახლების საერთო კრების მდივანი, ნიშნავს დასახლების ცალკეული ნაწილების/უბნების სხდომების მდივნებს და ახორციელებს სხდომების ოქმების შედგენის ორგანიზებას და კოორდინაციას.
11. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს კრების მოდერატორი.
12. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა.
13. საერთო კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. საერთო კრებაზე დღის წესრიგის ფარგლებში საკითხის, წინადადების, ინიციატივის დასმის უფლება აქვს კრების ნებისმიერ წევრს. კრების მოდერატორი ვალდებულია საკითხი, წინადადება, ინიციატივა დააყენოს კენჭისყრაზე.
14. ინიციატივის ავტორს ეძლევა 10 წუთი თავისი ინიციატივის კრების მონაწილეთათვის გაცნობისათვის, რის შემდეგაც ინიციატივაზე აზრის გამოთქმა შეუძლია კრების ნებისმიერ დამსწრეს, რისთვისაც მას ეძლევა 2 წუთი.
15. ინიციატივის კენჭისყრაზე დაყენებას ახდენს კრების მოდერატორი, ყველა უბანში საერთო კრებას ჰყავს ერთი მოდერატორი. მოდერატორს კენჭისყრაში მონაწილეობა შეიძულია მხოლოდ იმ უბანში, სადაც არის რეგისტრირებული.
16. ფარული კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ რჩეულის არჩევის დროს. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. თითეულ ბიულეტენზე ხელს აწერს საარჩევნო კომისიის სამივე წევრი. სხვა დანარჩენი საკითხების გადასაწყვეტად იმართება ღია კენჭისყრა.
17. თითეულ საკითხზე კენჭისყრის წინ ცხადდება რეგისტრაცია. თითოეული უბნის შეკრება კენჭისყრის პროცედურის გასამართად უფლებამოსილია, თუ რეგისტრაციას გაივლის უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლის 20% მაინც. თითოეულ უბანში კენჭი ეყრება თითოეულ საკითხს ცალ-ცალკე.
18. კენჭისყრის შედეგებს აცხადებს კრების მოდერატორი. კრების მონაწილეს, რომელიც არ მონაწილეობდა კენჭისყრაში, უფლება არ აქვს ხმა მისცეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ.
19. დასახლების თითოეულ უბანში გამართული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარი დაუჭირა საერთო კრების მონაწილეთა საერთო რაოდენობის უმრავლესობამ.
მუხლი 14🔗. საერთო კრების სხდომის ოქმი
1. საერთო კრებაზე/უბნის სხდომაზე დგება საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმი. საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმში მითითებული უნდა იქნეს:
ა) თითოეულ უბანში საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) თითეულ უბანში საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და როგორც უბნების მიხედვით, ისე საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება;
დ) თითეულ უბანში და ჯამში საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია.
2. საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმს ადგენს სხდომის მდივანი.
3. საერთო კრების/უბნის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის მოდერატორი და სხდომის მდივანი.
4. სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად შიძლება შეიქმნას სხდომის აუდიოვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად. სხდომის ოქმის ბეჭდური ვერსია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე შეიძლება გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და სხვა ინტერნეტრესურსებზე, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
5. უბნის სხდომის ოქმი სხდომის მოდერატორის მიერ საერთო კრების მოდერატორს და მდივანს წარედგინება ოქმის შედგენისთანავე.
6. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით, სხდომის მოდერატორის მიერ რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში.
თავი III
რჩეული
მუხლი 15🔗. რჩეული
1. დასახლებას უბნებად დაყოფის შემთხევაშიც ჰყავს ერთი რჩეული.
2. რჩეული:
ა) უძღვება კრების მუშაობას;
ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზეგ გამოსვლის მსურველთა სიას;
გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ რეგლამენტის დაცვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ) ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს;
ზ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ უფლებამოსილებებს.
3. რჩეული ანგარიშვალდებულია კრების წინაშე. საერთო კრების რჩეული ყოველი საერთო კრების შეკრებისას ანგარიშით წარდგება საერთო კრების წინაშე.
ა) რჩეულის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;
ბ) რჩეულის ანგარიში მტკიცდება საერთო კრების მიერ დამსწრეთა უმრავლესობით;
გ) თუ საერთო კრება არ დაამტკიცებს რჩეულის ანგარიშს, მისი უფლებამოსილების ავტომატურად გაგრძელება და მისი კანდიდატურის დაყენება რჩეულის კანდიდატურად არ შეიძლება მომდევნო საერთო კრებამდე.
4. რჩეული უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
5. რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით.
6. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს.
7. რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ.
მუხლი 16🔗. რჩეულის არჩევის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს რჩეული.
2. რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
3. რჩეულის კანდიდატურის დასახელება დადასტურებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
4. რჩეულის კანდიდატურის დასახელებისას მისი მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში უნდა მიეთითოს მხარდამჭერი პირის:
ა) სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი;
გ) მისამართი.
5. საერთო კრების მოდერატორი, წარმოდგენილი კანდიდატურების დასახელების შემდეგ ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის თანამდებობაზე.
6. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე.
7. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ კრების მოდერატორი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.
8. ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.
9. ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება კრებაზე დამსწრე 1 უხუცესი ქალი და 1 უხუცესი კაცი წევრისა და კრების მოდერატორისგან, კომისიას თავმჯდომარეობს კრების მოდერატორი.
10. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.
11. ხმისდამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია თუ ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა. ასეთ შემთხევაში კენჭისყრის პროცედურები ხელახლა ტარდება.
12. რჩეულად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
13. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით, რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩეულად ცხადდება კანდიდატი რომელიც უფრო ადრე დარეგისტრირდა.
14. არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა, არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება მოდერატორი.
15. საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელების ან არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში, საერთო კრება უფლებამოსილია, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, რჩეულის უფლებამოსილების შესრულება დაავალოს კრების მოდერატორს, მისი თანხმობით.
თავი IV
მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში
მუხლი 17🔗. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან განიხილონ:
ა) საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს. განხილვას შეიძლება ესწრებოდეს საერთო კრების რჩეული;
ბ) დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტები და მუნიციპალური პროგრამები, დასახლებათა საზღვრების ცვლილების საკითხები მათ დამტკიცებამდე საჯაროდ განიხილონ დასახლების შესაბამის საერთო კრებასთან;
გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების, ორგანიზაციული, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოები უფლებამოსილნი არიან:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები. ამასთან, საერთო კრებების ორგანიზებისთვის და ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი სახსრები არ შეიძლება იყოს წინა წელს გამოყოფილ სახსრებზე ნაკლები;
ბ) უზრუნველყოს ტექნიკური და პროგრამული პლატფორმის შექმნა რჩეულებისთვის საერთო კრების უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხების ინიციირებისა და ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის მიმართულებით.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18🔗. დასკვნითი დებულებები
1. ყოველი წლის 1 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტის გამგებელი უშუალოდ ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლების საერთო კრებას წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. ყოველი წლის 1 ნოემბრამდე დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრი დასახლების საერთო კრებას წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.