მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო
სარეგისტრაციო კოდი 080.080.050.05.001.000.059
გამოქვეყნების წყარო საქ. რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30/09/1992
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.1992 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საქართველოს კანონი „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 16 სექტემბრის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.II, 1992 წ., მუხ.172"
დოკუმენტის ტექსტი
მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი
მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლივ განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო ა დ გ ე ნს:
1. საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 139🔗. მოქალაქის საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა
მოქალაქის საარჩევნო ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოტყუებით, მოსყიდვით, მუქარით, ძალადობით ან სხვა გზით –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღისა თუ საბრძოლო მასალის გამოყენებით, აგრეთვე მოქალაქის ქონების დაზიანებით ან განადგურებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით“.
2. საქართველოს რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები: კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1745 მუხლი:
„მუხლი 174🔗5. ა) წინასაარჩეევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილებში იარაღით მისვლა
წინასაარჩევნო აგიტაციის ან ხმის მიცემისათვის გამოყოფილ ადგილას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით, ანდა საბრძოლო მასალით მისვლა, რაც დაკავშირებული არ არის სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებასთან, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ათას მანეთამდე; თანამდებობის პირთა – ორი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, რასაც თან ახლავს ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის, ანდა საბრძოლო მასალის დემონსტრირება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ორი ათას მანეთამდე, თანამდებობის პირთა – სამი ათას მანეთამდე“.
ბ) 208-ე მუხლს ციფრების „174“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1715“.
გ) 239-ე მუხლის მეორე ნაწილის მეშვიდე აბზაცს ციფრების „123-ე“, შემდეგ და ბოლო აბზაცს ციფრების „1744“ შემდეგ დაემატოს ციფრები „1745“.
3. ეს დეკრეტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ე. შევარდნაძე
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მდივანი ვ. გოგუაძე
თბილისი, 1992 წლის 16 სექტემბერი.