სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

(ძალადაკარგულია - 14.12.2017, №1742)

 

საქართველოს კანონი

 საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ

 

      საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაწესდეს საქართველოს შემდეგი სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები და მედლები:

ა) ეროვნული გმირის ორდენი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენი;

გ1) თამარ მეფის ორდენი;

გ2) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;

გ3) წმინდა ნიკოლოზის ორდენი;

დ) ოქროს საწმისის ორდენი;

ე) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხისა;

ვ) ღირსების ორდენი;

ვ1) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“;

ზ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“;

თ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“;

ი) ღირსების მედალი.

საქართველოს 1998 წლის 26 ივნის ის კანონი № 1499 - პარლამენტის უწყებანი № 25-26 , 15 . 07 . 1998 წ., გვ . 34

საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I,  №19, 15.07.2004 წ., მუხ.81

საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I,  № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3110 - სსმ I,  №30, 29.06.2010 წ., მუხ.191

2. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულებას საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.

საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I,  № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128

3. დაწესდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე ერთდროული ფულადი პრემია:

ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 10 000 ლარი;

ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი;

გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი;

დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი;

ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი;

ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი;

ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი;

თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი;

ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი;

კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი;

ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31

საქართველოს 2004 წლის 24 ივნის ის კანონი №217 - სსმ I,  №19, 15.07.2004 წ., მუხ.81

საქართველოს 200 9 წლის 31 ივლის ის კანონი № 1553 - სსმ I,  № 2 2, 07 . 08 .200 9 წ., მუხ. 128

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I,  № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162

საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3110 - სსმ I,  №30, 29.06.2010 წ., მუხ.191

31. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილ ის კანონი № 3026 - სსმ I,  № 24 , 10 . 05 .20 10 წ., მუხ. 162

4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი პრემია გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31

5. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ სამჯერ დაჯილდოებულ პირს გადაეცემა პრეზიდენტის სამახსოვრო საჩუქარი.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31

6. დავით აღმაშენებლის ორდენით, ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილოებული პირი სარგებლობს:

ა) დადგენილი წესით ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით სახელმწიფოს ხარჯზე მგზავრობის უფლებით;

ბ) კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით.

საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრ ის კანონი № 1008 - პარლამენტის უწყებანი № 45 , 21 . 11 . 1997 წ., გვ . 31

7. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიები გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც:

ა) დაჯილდოვდებიან 2003 წლის 1 იანვრიდან;

ბ) მონაწილეობდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის – აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში და დაჯილდოვდნენ საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისათვის;

გ) დაჯილდოვდნენ სიკვდილის შემდეგ.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრ ის კანონი № 91 - სსმ I,  № 52(59) , 31 . 12 . 1999 წ., მუხ. 253

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრ ის კანონი №691 - სსმ I,  № 5 0, 27. 12 .2000 წ., მუხ.147

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლ ის კანონი № 1292 - სსმ I,  № 4 , 05 . 03 .200 2 წ., მუხ. 22

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I,  № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილ ის კანონი № 1339 - სსმ I,  № 2 2, 18 . 05 .200 5 წ., მუხ. 149

     8. ამ კანონის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე დაწესებული ერთდროული ფულადი პრემია იმ პირებზე, რომლებიც მითითებულნი არ არიან ამ კანონის მე-7 პუნქტში, გაიცეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრ ის კანონი № 1951 - სსმ I,  № 5 , 19 . 02 .200 3 წ., მუხ. 29

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრ ის კანონი №3227 - სსმ I,  №33, 31.12.200 3 წ., მუხ.255

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრ ის კანონი №855 - სსმ I,  №42, 31.12.2004 წ., მუხ.226

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური

ედუარდ  შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1992 წლის 24 დეკემბერი.

№1056-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
სად არის „სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32584/