საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.04.2016
ძალაში შესვლა 19.04.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016375
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი | თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№29
2016 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №216 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 19 აპრილიდან.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი (შემდგომ –
დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ –
სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ –
მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო ისე, სამოქალაქო პერსონალის) მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების განსაზღვრა;
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
დ) შრომითი ურთიერთობის სფეროში დოკუმენტაციის წარმოება, გარდა სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი დოკუმენტაციისა (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა).
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
1. სამინისტროს სისტემაში დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამოქალაქო პერსონალის შერჩევის, სამუშაოს შესრულების, პროფესიული განვითარების და კარიერის მართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და მათი მუშაობის წარმართვა;
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების პროცესების, პროცედურების, დოკუმენტაციის შემუშავება და განახლება;
დ) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა;
ე) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა;
ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების საკითხებზე სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების, სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეების ინფორმირება;
ზ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
თ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ი) პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება;
კ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ლ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსებით (სამხედრო/სამოქალაქო) დაკომპლექტებისა და საჭირო დონის მზადყოფნის შენარჩუნებისათვის შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ტენდენციების ანალიზი, დეფიციტური სპეციალობების მონიტორინგი, მოზიდვა-შერჩევა მოთხოვნებისა და გადინების პროგნოზირება;
მ) სამოქალქო პერსონალის სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;
ნ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ო) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. სამინისტროში დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან და მოსამსახურეთა ატესტაციასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის დადგენა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთა, შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება და სხვა) დოკუმენტაციის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთა აღრიცხვა, სტატისტიკური მონაცემების დადგენა, პერიოდულად განახლება, დამუშავება და ანალიზი;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად ჩაბარებისა და ინფორმირების ორგანიზება და კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;
ზ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საშტატო ნუსხის მომზადება და პერიოდული განახლება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვა) პროექტების მომზადება და ვიზირება;
ი) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;
კ) სამინისტროში ეთიკური გარემოს შექმნისა და გაძლიერების პროცესის ხელშეწყობა;
ლ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, პასუხს აგებს დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც, დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, ამ პუნქტში მოცემული წესის დაცვით, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე:
ა) კალენდარული წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უფრო ადრე დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მეორე ექვსი თვის განმავლობაში უფრო გვიან დანიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის არყოფნის დროს სამსახურში მყოფი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მოცემულ პერიოდში დეპარტამენტის უფროსის ორივე მოადგილის არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
ე) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს;
ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველო:
ბ.ა) პროფესიული განვითარების განყოფილება.
2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურსთან და მოსამსახურეთა ატესტაციასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეების, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის დადგენა კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ორგანიზება და კონტროლი;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების რაოდენობრივი შემადგენლობის და მონაცემთა აღრიცხვა, მათი პირადი საქმეების დადგენილი წესით წარმოება და დაცვა, ადამიანური რესურსების მონაცემთა ინფორმაციული ბანკის შექმნა და წარმოება;
ვ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საშტატო ნუსხის მომზადება და პერიოდული განახლება;
ზ) სამოქალაქო პერსონალის სტაბილურობის, გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოება, პერიოდული ანალიზი და შეფასება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, სამსახურებრივი გადაადგილება, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება და სხვა) პროექტების მომზადება და ვიზირება;
ი) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესის ორგანიზება;
კ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ლ) სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის ხელშეწყობა;
მ) სამინისტროში ეთიკური გარემოს შექმნისა და გაძლიერების პროცესის ხელშეწყობა;
ნ) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა;
ო) გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერა;
პ) სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის კოორდინაცია;
ჟ) ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროს, შეიარაღებული ძალების და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადამიანური რესურსების (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო) მართვის პოლიტიკის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა;
ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვასა და პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული პროცესებისა და პროცედურების (მათ შორის, მოზიდვა-შერჩევა, პროფესიული განვითარება, კარიერის მართვა, საქმიანობის შეფასება, მოტივაცია და სხვა) შემუშავება, შესაბამისი კონცეპტუალური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
გ) სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირთა ადამიანური რესურსების დაგეგმვა და სამხედრო მოსამსახურეთა ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამინისტროს სისტემის ორგანიზაციული მართვის ხელშეწყობა, ორგანიზაციული გარემოს კვლევის, მართვის, შედეგების ანალიზის რეაგირებისა და განვითარების მექანიზმების განსაზღვრა და ჩამოყალიბება;
ე) სამინისტროს სისტემის ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის ორგანიზება და სამინისტროს საქმიანობის წესების შესახებ მათი ინფორმირება;
ვ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ქვედანაყოფების ორგანიზაციული აღწერის შემუშავება;
ზ) სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერების შემუშავება;
თ) სამინისტროს სამოქალაქო შტატით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და განსაზღვრა კომპეტენციის ფარგლებში;
ი) დამსახურებაზე დაფუძნებული რეკრუტირების კარიერის მართვისა და განვითარების, მოტივაციისა და შენარჩუნების სისტემის შემუშავება;
კ) სამუშაოს შესრულების შეფასების და რეაგირების მექანიზმების შემუშავება და პროცესის ორგანიზება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების საკითხებზე სამინისტროს სისტემის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე, სხავადასხვა სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;
მ) ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.
4. პროფესიული განვითარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემის პროფესიული განვითარების პოლიტიკის, შესაბამისი პროცესების და პროცედურების განსაზღვრის მიზნით დოკუმენტაციის შემუშავება;
ბ) მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განვითარების პროგრამების მოძიება, კანდიდატების შერჩევის პროცესის ორგანიზება, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
გ) სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების დაგეგმვა და შეფასება.
5. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
6. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზაციაში;
ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;
გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს;
ე) სამმართველოს უფროსის დავალებით, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
7. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს თაობაზე.