დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.04.2016
ძალის დაკარგვა 06.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №173
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.019238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევის უფლების გადაცემისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 04.04.2022
დოკუმენტის ტექსტი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №173
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 42 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. დებულება „დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ“ (შემდგომში - დებულება) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევისას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ასეთი ქონების არსებობის შემთხვევაში) (შემდგომში - ტურისტული მომსახურება) მართვის უფლებით გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების პროცედურებს.
2. ტურისტული მომსახურების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით.
3. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია, მართვის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით, მართვის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.
4. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ვადით და სასყიდლით. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება ამ დებულებით.
5. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
6. სააგენტო ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
7. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, აუქციონის გარეშე ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 2🔗. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემისას საფასურის განსაზღვრის წესი
1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 5%-ს. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ამ ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
2. ამ დებულების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების და მასთან დაკავშირებული ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მართვის უფლებით გადაცემისთვის გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობისას), ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად, ასევე ყოველწლიურად დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 1.5%. გადაცემული ქონების ღირებულებას ადგენს დამოუკიდებელი აუდიტორი (ექსპერტი).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ტურისტული მომსახურება ან/და მასთან დაკავშირებული ქონება გასცეს უსასყიდლოდ.
მუხლი 3🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით.
2. სააგენტო უფლებამოსილია, აუქციონი ჩაატაროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით.
3. სააგენტო აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 10 და არა უმეტეს 20 კალენდარული დღით ადრე უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის ვებგვერდებზე - www.eauction.ge და www.apa.gov.ge ატვირთვას.
4. სააგენტო უფლებამოსილია, გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებში.
5. აუქციონი მთავრდება სამუშაო დღეს.
6. თუ სააგენტომ გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილიბე უკან უბრუნდება.
7. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადამცემი ორგანოს დასახელებას;
ბ) მართვის უფლებით გადასაცემი ტურისტული მომსახურების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გაცემის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განსაზღვრული, ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემდგომში - უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობა, რომელიც არ აღემატება 1000 ლარს. ამ ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების გადაცემის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიას/ბეს ემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 0.2%;
ე) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ბიჯის სიდიდეს, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ზ) სააგენტოს საკონტაქტო ტელეფონს;
თ) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის ვადას, რომელსაც განსაზღვრავს სააგენტო;
ი) ყველა სხვა ინფორმაციას და პირობას, რომელსაც სარგებლობაში გადამცემი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
8. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიღების მსურველ პირს უფლება აქვს, მიიღოს ტურისტული მომსახურების შესახებ სააგენტოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
9. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მართვის უფლებით გადასაცემი მომსახურების სპეციფიკას.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონი ტარდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება;
ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;
დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;
ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით „ბეს“ გადახდა.
3. თუ აუქციონში მონაწილე აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მასბე უკან უბრუნდება.
4.ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
5. პირს შეიძლება უარი ეთქვას ინტერნეტაუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ტურისტული მომსახურების მართვის უფლების მიმღებ პირად;
ბ) დარღვეულია ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 5🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. პირი აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
3. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
4. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე აუქციონში მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონში გამარჯვებულად დასახელდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ონლაინ რეჟიმში დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
5. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
6. აუქციონში გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
მუხლი 6🔗. გარიგებათა გაფორმების წესი
1. ელექტრონული გზით აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მხარეთა (სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ.
2. ტურისტული მომსახურების მართვის უფლების აუქციონის ფორმით გადაცემის შემთხვევაში, გამარჯვებულ პირს შეტანილიბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაში.
3. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მართვის უფლებით გადაცემული ტურისტული მომსახურების დასახელება;
ბ) ცნობები აღნიშნული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადამცემისა და მიმღები სუბიექტის შესახებ;
გ) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადამცემის დადგენილი საფასურის რაოდენობა;
დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები;
ე) აუქციონის ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის პირობები და ვადები;
ვ) სხვა მონაცემები, გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. გამარჯვებულის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გამარჯვებულ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე ან ვერ უზრუნველყოფს აღებული ვალდებულებების შესრულებას, 1 (ერთი) წლის განმავლობაში ეკრძალება დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიღება, აუქციონის ფორმით ან ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით.
6. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები.
მუხლი 7🔗. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა
1. ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები პირი ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და აუქციონის ფორმით ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გამცემის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მას ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვალდებულია, ტურისტული მომსახურების მართვის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.
3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღებს არ აქვს უფლება, ტურისტული მომსახურების მართვის უფლება გადასცეს მესამე პირებს.
4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე შემდეგი წესით:
ა) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემის საფასურით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ‑ მისი 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებათა (ასეთის არსებობისას) შეუსრულებლობის შემთხვევაში ‑ დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1 პროცენტი დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.
მუხლი 8🔗. გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.