„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016228
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №17

2016 წლის 18 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 30 აპრილის №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 040030000.32.057.016171) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან პირველი მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე