⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.11.2023)
გაუქმებულია:

„ტექნიკური რეგლამენტის - რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2016
ძალის დაკარგვა 22.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,145 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2016 მიღება
22.11.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ტექნიკური რეგლამენტის - რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №189 2016 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი „ტექნიკური რეგლამენტის – რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – რადიოაქტიური  ნარჩენებისადმი მოპყრობის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ტექნიკური რეგლამენტი  –  რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. 2. ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპზე პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სახის რადიოაქტიური ნარჩებისადმი მოპყრობაზე, გარდა რეგულირებიდან ამოღებული ან გამორიცხული და ასევე უპატრონო (უკონტროლო) რადიოაქტიური წყაროებისა, რომელთა  გამოყენებაც შემდგომში შესაძლებელია. 4. ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ნორმები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც ახორციელებენ რადიოაქტიურ ნარჩენებთან დაკავშირებულ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, ასევე იმ პირთათვის, რომლებიც არ ახორციელებენ ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ მათი საქმიანობის შედეგად  წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენი. 5. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება გამოყენებულ ბირთვულ საწვავსა და სამრეწველო ნარჩენებზე, მომატებული ბუნებრივი რადიონუკლიდების შემცველობით, რომელთა კონცენტრაცია არ აღემატება რეგულირებიდან ამოღების დონეს. მუხლი 2🔗. ტექნიკური რეგლამენტის მიზნები ტექნიკური რეგლამენტის მიზნებია: ა) მიღწეული იქნეს უსაფრთხოების მაღალი დონე რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპზე; ბ) დაცული იყოს პერსონალი, მოსახლეობა და გარემო რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებისგან როგორც აწმყოში, ასევე მომავალში; გ) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპზე თავიდან იქნეს აცილებული ავარიები და ინციდენტები, ხოლო მათი დადგომის შემთხვევაში, განხორციელდეს მათი აღმოფხვრისა და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.  მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ობიექტი – რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების ობიექტი, რადიოაქტიური ნარჩენების საცავი ან/და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი.       2. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების ობიექტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება ან/და კონდიცირება. 3. რადიოაქტიური ნარჩენის გადამუშავება – რადიოაქტიური ნარჩენის მოცულობის, ფორმის ან/და შემადგენლობის შეცვლა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 4. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონსა  და „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №450 დადგენილებაში. მუხლი 4🔗. რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნა და კლასიფიკაცია 1. რადიოაქტიური ნარჩენები წარმოიქმნება მრეწველობაში, მედიცინაში, მეცნიერებასა და სხვა დარგებში რადიოაქტიური წყაროების გამოყენების, რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ბირთვული და რადიაციული ავარიისა და  ინციდენტის შედეგად.  2. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპის ეფექტურად განხორციელებისა და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რადიოაქტიური ნარჩენების კლასიფიკაცია განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილებით. 3. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობისას გათვალისწინებულi უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) ნარჩენის წარმოშობა (გენერაციის სახე); ბ) ბირთვული მასალის შემთხვევაში – კრიტიკულობა; გ) აგრეგატული მდგომარეობა და რადიოლოგიური, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური მახასიათებლები, როგორებიცაა: ხანძარსაშიშროება, აფეთქებასაშიშროება, ადვილადაალებადობა,  თვითაალებადობა, კოროზიულობა, ორგანული და არაორგანული წარმოშობა და ტოქსიკურობა; დ) რადიოაქტიური ნარჩენის კლასი. მუხლი  5🔗. რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპები და რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობის ძირითადი მოთხოვნები 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ყველა ეტაპი უნდა განხორციელდეს  „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  რადიოაქტიური ნარჩენების მართვის პრინციპების შესაბამისად. 2. ადამიანსა და გარემოზე რადიოაქტიური ნარჩენების მავნე ზემოქმედება განპირობებულია ნარჩენების მაიონებელი გამოსხივებით, ნარჩენებიდან რადიონუკლიდების შესაძლო გავრცელებით გარემოში და  ადამიანის ორგანიზმში მათი შესაძლო მოხვედრით. რადიოაქტიური ნარჩენების მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედებისაგან დასაცავად გამოყენებული უნდა იყოს ყველა ის საშუალება და მეთოდი, რომელიც ზოგადად მიღებულია მაიონებელი გამოსხივებისაგან ადამიანისა და გარემოს დასაცავად. 3. რადიონუკლიდების გარემოში გავრცელების აღკვეთის ან მინიმიზაციის მიზნით გამოიყენება ფიზიკური ბარიერი, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელოვნური ან ბუნებრივი. 2 ან მეტი ბარიერის ერთობლიობა წარმოადგენს ბარიერთა სისტემას. მუხლი 6🔗. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი  მოპყრობის ერთიანი ინტეგრირებული სისტემა და ძირითადი ეტაპები 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი ეფექტური მოპყრობა გულისხმობს სხვადასხვა ეტაპის ერთობლიობას, რომლებიც წარმოადგენენ რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის შემადგენელ კომპონენტებს.   2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ძირითადი ეტაპებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა მისი წარმოქმნის ადგილზე – რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება, რადიოაქტიური ნარჩენების მახასიათებლების გათვალისწინებით მათი დახარისხება, დამუშავება, დროებით შენახვა შესანახში და  დეკონტამინაცია; ბ) რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება – რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო გადატანა „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად;  გ) რადიოაქტიური ნარჩენების კონდიცირება; დ) რადიოაქტიური ნარჩენების დროებითი შენახვა – რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება; ე) რადიოაქტიური ნარჩენების დამარხვა – რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში საბოლოო განთავსება. 3. ერთიანი ინტეგრირებული სისტემის დაგეგმვისას გათვალისწინებულi უნდა იქნეს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ძირითადი ეტაპების ურთიერთთავსებადობა. მუხლი 7🔗. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობა მისი წარმოქმნის ადგილზე 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული ან/და ფიზიკური პირი ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენის მომავალი შესაძლო გამოყენების მიზნით, უსაფრთხოდ შეინახოს რადიოაქტიური ნარჩენი რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში,  სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვადით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული ვადის  ამოწურვის შემდეგ რადიოაქტიური ნარჩენები უსაფრთხოდ გადაიტანოს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ობიექტზე; გ) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენების შეგროვება, დახარისხება, დამუშავება და დეკონტამინაცია რადიოაქტიური ნარჩენების კლასის მიხედვით და ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით; დ) უზრუნველყოს მოსალოდნელი ინციდენტისა და ავარიის თავიდან აცილება, ხოლო ინციდენტის ან ავარიის შემთხვევაში – მისი შედეგების აღმოფხვრა და მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ლიცენზიის პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება ამ მუხლში მოყვანილი ქმედებების განხორციელებისას. 2. იურიდიული ან/და ფიზიკური პირი, რომელიც არ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას, მაგრამ მისი საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენი,  ვალდებულია: ა) რადიოაქტიური ნარჩენის წარმოქმნისთანავე აცნობოს სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) და სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, დასახოს შემდგომი ღონისძიებები რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს რადიოაქტიური ნარჩენებისადმი უსაფრთხო მოპყრობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული  შესაბამისი ლიცენზიის ან  უფლების მქონე პირის მეშვეობით. მუხლი 8🔗. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება 1. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების დაცვით. 2. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულi უნდა იქნეს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია სატრანსპორტო კონტეინერით ან/და შესაბამისი შეფუთვით და ასევე საავარიო კომპლექტით. 3. სატრანსპორტო კონტეინერი უნდა შეესაბამებოდეს გადასატანი რადიოაქტიური ნარჩენის მახასიათებლებს. 4. სატრანსპორტო საშუალებაზე რადიოაქტიური ნარჩენი ისე უნდა განთავსდეს, რომ მძღოლის სამუშაო ადგილზე ექსპოზიციურმა დოზამ არ უნდა შეადგინოს 0,01 მვ/სთ-ზე მეტი, ძარის ზედაპირზე არცერთ წერტილში – 2 მზვ/სთ-ზე მეტი, ხოლო 1 მ მანძილზე – 0,1 მზვ/სთ-ზე მეტი. 5. რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების უფლება აქვს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია ან/და სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის“  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 9🔗. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება და კონდიცირება 1. რადიოაქტიური ნარჩენის გადამუშავებისა და კონდიცირების მიზნებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენის საერთო მოცულობისა და რადიონუკლიდების გარემოში გავრცელების შესაძლებლობის შემცირება; ბ) რადიოაქტიური ნარჩენის სტაბილურ ფორმაში გადაყვანა, რომელიც მისაღებია ტრანსპორტირებისათვის, ხანგრძლივი  შენახვისა და დამარხვისათვის. 2. გადამუშავებისა და კონდიცირების მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულi უნდა იქნეს ტექნიკური, ეკონომიკურ-ფინანსური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები, ასევე ქვეყანაში არსებული რადიოაქტიური ნარჩენის დახასიათება, რადიოაქტიური ნარჩენების მოსალოდნელი ნაკადის განსაზღვრა და პერსონალის კვალიფიკაცია. 3. რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების მეთოდები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაიარად: ა) მყარი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; ბ) თხევადი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; გ) აირადი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება; დ) ბიოლოგიური რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება. 4. გადამუშავებული და კონდიცირებული რადიოაქტიური ნარჩენის შეფუთვისას გათვალისწინებულi უნდა  იქნეს შემდეგი ფაქტორები: ა) შეფუთვის კონტეინერის მასალის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები; ბ) შეფუთვის კონტეინერის ფორმა და ზომები; გ) კონტეინერის შიდა ზედაპირის შესაბამისობა ნარჩენის შემადგენლობასთან (მატრიცასთან); დ)  გადატანისთვის საჭირო მოწყობილობების არსებობა კონტეინერზე; ე) კონტეინერის შიდა ზედაპირის მედეგობა კოროზიისადმი; ვ) კონტეინერის მექანიკური მედეგობა და დასაწყობება (შტაბელირება); ზ) კონტეინერის გარე ზედაპირის მახასიათებლები; თ) კონტეინერის ჰერმეტული დახურვის საშუალებები. 5. გადამუშავებული და კონდიცირებული რადიოაქტიური ნარჩენებისა და  რესურსამოწურული რადიოაქტიური წყაროების იდენტიფიცირების მიზნით, აუცილებელია მათი კონტეინერების მარკირება. მარკირების მეშვეობით უნდა მოხდეს შემდეგი სახის ინფორმაციის იდენტიფიცირება: ა) რადიაციული საფრთხის ნიშანი; ბ) შეფუთვის მოცულობა და მასა; გ) შეფუთვის ან კონტეინერის ინდივიდუალური ნომერი;  დ) ჩატვირთვის თარიღი; ე) შეფუთვაში მოთავსებული რადიოაქტიური ნარჩენის მახასიათებლები, რადიონუკლიდების შემცველობის მითითებით; ვ) დოზის სიმძლავრე შეფუთვის  ზედაპირზე და მისგან 1 მ მანძილზე; ზ)  შეფუთვის ზედაპირის რადიაციული კონტამინაციის დონე; თ) შესაძლო სითბოს ან აირის წარმოქმნა. 6. გადამუშავებული რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება სპეციალურ კონტეინერში მისი შემდგომი ჰერმეტიზაციით წარმოადგენს ნარჩენების კონდიცირების საბოლოო ფაზას.  მუხლი 10🔗. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში, რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში 1. რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში რეგულირდება  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6  მუხლით განსაზღვრული მოთხოვნებითა და შესაბამისი ლიცენზიის პირობებით. 2. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების მიზანია დროებითი უსაფრთხო შენახვა. 3. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისათვის სააგენტო განსაზღვრავს რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება რადიოაქტიური ნარჩენების მიღება. გამონაკლისს წარმოადგენს ინციდენტის და ავარიის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დაფიქსირებული განგაშისა და არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შედეგად ამოღებული რადიოაქტიური ნარჩენის ან რადიოაქტიური წყაროს მიღება. 4. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენის მიღება უნდა განხორციელდეს რადიოაქტიური ნარჩენების შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციით, რომელშიც მოცემულია რადიოაქტიური ნარჩენის ფიზიკურ-ქიმიური და რადიოლოგიური მახასიათებლები. 5. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში მიღების შემდეგ უნდა შედგეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელმოწერით დაადასტურებენ  რადიოაქტიური ნარჩენების საცავის შესაბამისი უფლებამოსილი პირი და  რადიოაქტიური ნარჩენის მფლობელი. 6. რადიოაქტიური ნარჩენების აღრიცხვა და რეესტრის წარმოება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის – „მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 დეკემბრის №689 დადგენილების შესაბამისად. 7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავში რადიოაქტიური ნარჩენების ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს მინიმუმ 5 წელიწადში ერთხელ. 8. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების მიზანია  მათი უსაფრთხო შენახვა უვადოდ. 9. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში რადიოაქტიური ნარჩენების მიღება უნდა განხორციელდეს სამარხისათვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული რადიოაქტიური ნარჩენების მიღების კრიტერიუმებისა და შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით. 10. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირება იყოფა  3 ძირითად ეტაპად: წინასაოპერაციო პერიოდი, ოპერირების პერიოდი და დახურვის შემდგომი პერიოდი. 11. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის წინასაოპერაციო პერიოდის დროს მიმდინარეობს მომავალი სამარხისათვის ადგილის შერჩევა „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამისი კვლევების ჩატარება მომავალი რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.    12. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირების პერიოდი იწყება  რადიოაქტიური ნარჩენის პირველი მიღებისთანავე და გრძელდება რადიოაქტიური ნარჩენების  სამარხის დახურვამდე. 13. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის დახურვაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წყდება რადიოაქტიური ნარჩენების მიღება სამარხში  და იწყება დახურვის შემდგომი პერიოდი, რომელიც გულისხმობს ინსტიტუციურ კონტროლს, რომლის მაქსიმალური ვადა შეადგენს 300 წელს. ინსტიტუციური კონტროლი შედგება აქტიური და პასიური ფაზებისაგან, რომელთა ხანგძლივობები განისაზღვრება თითოეული სამარხისთვის ინდივიდუალურად. 14. ინსტიტუციური კონტროლის აქტიური ფაზის დროს სამარხის ოპერატორი ახორციელებს სამარხის მდგომარეობის მონიტორინგს. 15. ინსტიტუციური კონტროლის პასიური ფაზა გულისხმობს მხოლოდ მიწათსარგებლობის კონტროლს, რომლის მიზანია სამარხის ტერიტორიის სხვა სახის საქმიანობისათვის გამოყენების დაუშვებლობის უზრუნველყოფა.  16. რადიოაქტიური ნარჩენების  საცავსა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში რეგულარულად უნდა ჩატარდეს სამუშაო ადგილისა  და პერსონალის ინდივიდუალური მონიტორინგი  „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 ივლისის №359 დადგენილების შესაბამისად. 17. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის რადიაციული უსაფრთხოების შეფასება უნდა ჩატარდეს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 18. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ირგვლივ დგინდება დაცვითი ზონები, სადაც აკრძალულია ნებისმიერი ობიექტის განთავსება და საქმიანობის განხორციელება, რომლებიც  არ არის დაკავშირებული რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ოპერირებასთან ან მათი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან. 19. დაცვითი ზონების დადგენა უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული ობიექტისთვის, ობიექტის მიერ გამოწვეული დასხივების დონეების, რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება/გაშვების რაოდენობებისა და ფართობების გათვალისწინებით.  20. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების  სამარხისათვის უმნიშვნელოვანესია ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა. ფიზიკური დაცვა ხორციელდება ფიზიკური დაცვის სისტემების მეშვეობით. იმისათვის, რომ ფიზიკური დაცვის სისტემები დაიგეგმოს ეფექტურად, უნდა განხორციელდეს საფრთხეების შეფასება, მოდელირება და შესაბამისი პროექტირება – საფრთხეზე დაფუძნებული პროექტირება. მუხლი 11🔗. რადიაციული ავარიებისათვის/ინციდენტებისათვის მზადყოფნა და მათზე რეაგირება 1. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ნებისმიერ ეტაპზე,    ავარიებისა და ინციდენტებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების მიზნით, ობიექტებზე უნდა შემუშავდეს შესაბამისი რეაგირების გეგმები, სადაც აღწერილი იქნება  ყველა შესაძლო ინციდენტი/ავარია და მათზე რეაგირების ღონისძიებები. 2. ავარიის/ინციდენტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მუშაკის არასწორი ქმედება, გარეშე პირის არასანქცირებული ჩარევა, უსაფრთხოების სისტემების გაუმართავი ფუნქციონირება, რადიონუკლიდების გაჟონვა გარემოში დასაშვებ ნორმაზე მეტად, ბუნებრივი კატასტროფა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოება. 3. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ობიექტებზე არსებული რეაგირების გეგმებში კონკრეტულად უნდა იყოს აღწერილი რეაგირებაში ჩართული ორგანიზაციებისა და უწყებების ფუნქცია-მოვალეობები და ავარიისა თუ ინციდენტის ლიკვიდაციისათვის დასახული ღონისძიებები. 4. რადიაციული ავარიისა და ინციდენტის ლიკვიდაციის შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს მომხდარი ავარიის/ინციდენტის დეტალური გამოკვლევა, მისი მიზეზების დადგენის მიზნით. მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ავარიისა და ინციდენტის განმეორება. მუხლი 12🔗. ბირთვული და რადიაციული ობიექტების დეკომისია 1. დეკომისიის მიზანია, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ღონისძიებათა ერთობლიობით განხორციელებული, ბირთვული და რადიაციული ობიექტის სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟი. 2. რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის ობიექტები, გარდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხისა, ექვემდებარება დეკომისიას. 3. ბირთვული და რადიაციული ობიექტის დეკომისია მოიცავს 3 ძირითად ეტაპს: ა) დეკომისიის გეგმის მომზადებას; ბ) დეკომისიის განხორციელებას; გ) დეკომისიის დროს გენერირებული რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობას. 4. დეკომისიის გეგმის შედგენამდე უნდა განისაზღვროს დეკომისიისადმი სტრატეგიული მიდგომა, რომელიც ემყარება დეკომისიის განხორციელების 3 ძირითად გზას: ა) გადაუდებელი დეკომისია – ხორციელდება დაუყოვნებლივ,  ობიექტის ფუნქციონირების შეჩერების შემდგომ და გულისხმობს აპარატურისა და შენობის სრულ დემონტაჟს და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) გადადებული დეკომისია – გარკვეული ტექნოლოგიების, ცოდნის ან წარმოსაქმნელი ნარჩენებისადმი შესაბამისი მოპყრობის საშუალებების არქონის გამო, ობიექტის ფუნქციონირების შეჩერების შემდგომ ხორციელდება მისი გარკვეული ნაწილების დროებითი კონსერვაცია,  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად. ობიექტის დეკომისია დაიწყება მას შემდეგ, რაც ადგილზე იქნება შესაბამისი საშუალებები. როგორც წესი, ასეთი სახის დეკომისია საჭიროებს რადიაციული მონიტორინგის განხორციელებას კონსერვაციის პერიოდში; გ) ადგილზე დამარხვა – ობიექტის გარკვეული ნაწილი შეიძლება იყოს ინკაფსულირებული, დაფარული ან მოთავსებული რაიმე დამცავ გარემოში, რათა თავიდან იქნეს აცილებული რადიონუკლიდების შესაძლო გავრცელება გარემოში და უზრუნველყოფილ იქნეს ფიზიკური დაცვა. ასეთი ქმედება განიხილება, როგორც დროებითი მიზნის მისაღწევი და მომავალში საჭიროებს დამატებით ქმედებებს ობიექტის სრული დეკომისიის განსახორციელებლად. 5. ყოველი დეკომისიის დამთავრების შემდეგ უნდა განხორციელდეს ტერიტორიის რადიოლოგიური შეფასება, რომლის შედეგების საფუძველზეც დგება შესაბამისი ანგარიში. ანგარიშის საფუძველზე განისაზღვრება დეკომისირებული ობიექტის სრული გათავისუფლება მარეგულირებელი კონტროლიდან ან მისი შეზღუდული გამოყენება მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად (რეგულირებიდან პირობითი გათავისუფლება).