„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება №1/88
2016 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების, რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 ნოემბრის №1/232 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და III ნაწილის („რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა
| სტრუქტურული ქვედანაყოფების, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა საშტატო ერთეულების (თანამდებობების) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. სხდომის მდივანი | 2 |
სულ 2.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლ. მურუსიძე