თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.04.2016
ძალის დაკარგვა 26.03.2020
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2016 წლის 20 აპრილი
ქ. თელავი
თვითმმართველი თემი –
თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი –
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი თემი –
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი
დანართი №1
თვითმმართველი თემი –
თელავის მუნიციპალიტეტის გერბი
თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის გერბის
აღწერილობა
გერბის ფარი ზემოდან ქვემოთ გაკვეთილია ორ ნაწილად, ტალღოვანი სამი ვერცხლლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „თელავი“
.
დანართი №2
თვითმმართველი თემი –
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა
დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ლაჟვარდის 1/3 და მეწამულ 2/3 ველებად.
ლაჟვარდისა და მეწამული ველების კვეთის ცენტრში მოთავსებულია ფარი, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2-ია. ფარი ზემოდან ქვემოთ გაყოფილია ორ ნაწილად ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.
ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორციაა 2/3.