სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 15.04.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №625
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტ კონსტრაქშენ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91; font-weight:bold;}
h2 { margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; color:#4F81BD; font-weight:bold;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
span.Heading2Char { color:#4F81BD; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №625
2016 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2
პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „საპარტნიორო ფონდს“ (ს/კ: 404404550)
სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურად – 1 (ერთი) ლარად, გადასცეს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩა №16-ში (სამთავრობო რეზიდენცია) მდებარე 55 887.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტი №1 (საცხოვრებელი); ობიექტი №2 (საცხოვრებელი), I სართული საერთო ფართით – 580.35 კვ.მ, II სართული საერთო ფართით – 337.47 კვ.მ, სარდაფი საერთო ფართით – 103.26 კვ.მ; ობიექტი №3 (საცხოვრებელი), I სართული საერთო ფართით – 454.35 კვ.მ, II სართული საერთო ფართით – 528.18 კვ.მ, სარდაფი საერთო ფართით – 189.18 კვ.მ, მანსარდი საერთო ფართით – 178.77 კვ.მ; ობიექტი №4 (არასაცხოვრებელი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.01.462) და ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩა №16-ში (სამთავრობო რეზიდენცია) მდებარე 22454.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ობიექტი №1 პრეზიდენტის სასახლე საერთო სასარგებლო ფართით – 1334.8 კვ.მ, სარდაფი – 71.43 კვ.მ, I სართული – 623.14 კვ.მ, II სართული – 512.1 კვ.მ, III სართული – 95.07 კვ.მ, IV სართული – 33.06 კვ.მ; ობიექტი №2 მშენებლობადაუმთავრებელი ვერტოდრომი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.01.461).
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2
პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სს „საპარტნიორო ფონდს“ (ს/კ: 404404550),
თხოვების უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით გადასცეს №1 დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უძრავ-მოძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ა) №64.23.01.461 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული №1 ობიექტის (პრეზიდენტის სასახლე) სარეაბილიტაციო სამუშაოების (მათ შორის, სარესტავრაციო/საკონსერვაციო სამუშაოების) განხორციელება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ
– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვების/თანხმობის მიღებიდან არა უმეტეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კვირის ვადაში, ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების (მათ შორის, მის ტერიტორიაზე არსებული პარკისა და გადაცემულ უძრავ ქონებაში განთავსებული ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მოძრავი ნივთ(ებ)ისა და კულტურულ ფასეულობათა) მოვლა-პატრონობის თაობაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ
– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
გ) არა უგვიანეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში, №64.23.01.461 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული №1 ობიექტის პირველ სართულზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით (შეთანხმებული „მუზეუმის კონცეფციის“ საფუძველზე), მუზეუმის მოწყობა და მუზეუმის სახით ფუნქციონირების უზრუნველყოფა მისი მოწყობიდან ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე გასაფორმებელი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
დ) ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთ(ებ)ის (მათ შორის, დაზიანებული ნივთების) და ასევე კულტურული ფასეულობების რესტავრაცია/კონსერვაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ
– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან
შეთანხმებით, მის მიერ დადგენილ ვადაში;
ე) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში სამთავრობო ღონისძიებების (საქართველოს მთავრობის სხდომა, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სათათბირო ორგანოების სხდომები, საქართველოს მთავრობის წევრების სამუშაო შეხვედრები, საქართველოს მთავრობის წევრ(ებ)ის მიერ უცხო ქვეყნის დელეგაციების მიღება და სხვა მსგავსი ღონისძიებები) გამართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის 50%-იანი ფასდაკლებით განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ვ) ამ პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ნებართვის/თანხმობის მიღება ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) თვის ვადაში.
4. სს „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონება (გარდა №64.23.01.461 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული №1 ობიექტისა) გამოიყენოს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებისათვის ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.
5. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის აღმართვის შემთხვევაში, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემდგომ უძრავი ქონების მესაკუთრეს არ წარმოეშობა აღნაგობის უფლების მქონე პირისათვის ამავე პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ორი მესამედის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი