სს „საქწყალმშენი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3722-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3722-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი სს ,,საქწყალმშენი ’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 206129134)

დირექტორი, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – ბიძინა ჩიკვილაძე

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – იაგო ქეშელაშვილი

 

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია

 

2016 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა სს ,,საქწყალმშენის’’ დირექტორმა, შპს ,,რეაბილიტაციის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა სს ,,საქწყალმშენის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან სს ,,საქწყალმშენს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 01 აპრილს , 16:00 საათზე ,თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი, კერძოდ, მოსმენილ იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. სს "საქწყალმშენის" და მეურვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა შეწყდა და უნდა გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,

 

დაადგინა:

 

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 25 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში , დსვით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6), სხდომის დარბაზი №29.

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                 თამარ ჭუნიაშვილი