ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის I გასასვლელისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელი მედეა (მზია) ჯუღელის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№117
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016173
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №117

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის I გასასვლელისთვის სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის მედეა (მზია) ჯუღელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) მთაწმინდის რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის I გასასვლელს მიენიჭოს სპორტულ ტანვარჯიშში პირველი ოლიმპიური ჩემპიონის, დამსახურებული მწვრთნელის მზია (მედეა) ჯუღელის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                              გიორგი ალიბეგაშვილი