„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №207 |
|
2016 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/02/2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016288) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სამშენებლო-სარემონტო ან დასასუფთავებელი სამუშაოების განმახორციელებელი სამსახურები;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილებაზე რეგისტრირებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა მხოლოდ ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება-გამოყენების თანხმობა. 4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურზე რეგისტრირებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალის, სპეციალური ხმოვანი სიგნალისა და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების თანხმობა.”. ბ) მე-51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი: „52. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოზე რეგისტრირებულ სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა მხოლოდ ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის დაყენება-გამოყენების თანხმობა.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|