სს „პურის მიმღები“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/19492-2015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/19492-2015

           

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

2016 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, მარი კირვალიძის მდივნობით, სს „პურის მიმღების“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა სს ,,პურის მიმღების“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სს „პურის მიმღების“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

  2015 წლის 16 დეკემბერს სს „პურის მიმღების“ კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნა კრედიტორთა მოთხოვნები, დამტკიცდა კრედიტორთა რეესტრი და კრედიტორთა გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

  2016 წლის 15 მარტს სს „პურის მიმღების“ გაკოტრების მმართველმა  სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საბოლოო ანგარიშით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

 სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების პოზიცია, მიაჩნია, რომ სს „პურის მიმღების“ მიმართ უნდა დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მიხედვით,             გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

  გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი საბოლო ანგარიშით და თანდართული დოკუმენტებით დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა 5803 ლარი და 80 თეთრი, საიდანაც დღგ-ის სახით გადარიცხული იქნა 885 ლარი და 33 თეთრი და დარჩენილი თანხით დაიფარა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური საქართველოს იუსიტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანების შესაბამისად.

 გაკოტრების მმართველის ანგარიშით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სს „პურის მიმღების“ სამეურვეო ქონება რეალიზებულია და ქონება მოვალეს არ აქვს, გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილია საბოლოო ანგარიში, რასაც ეთანხმება კრედიტორები და აღნიშნული გარემოება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნტის შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასრულდეს სს “პურის მიმღების“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და გაუქმდეს სს „პურის მიმღების“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 224065794) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა სს „პურის მიმღების“ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5(ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.

 

მოსამართლე                          ლაშა ქოჩიაშვილი