„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N107 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №54

2016 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №7 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №107 ბრძანებაში (სსმ,100020020.22.038.016522, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:  

 

1. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.“.

 

3. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“   ქვეპუნქტები:

„კ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;

2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის  შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;“. 

 

4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი N1-ის მე-15 პუნქტით.“. 

 

5. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.“.

 

6. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) ხანმოკლე პაემნითა და სატელეფონო საუბრით;“.

 

7. 68-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხსნის, კეტავს და ლუქავს დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.“.

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

8. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.“.

 

9. დანართი N1-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“;

 

ბ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.“;

 

გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100 ფურცლის გარდა).“. 

 

10. დანართი №4-ის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა