„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან ემიგრაციაში მიდის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული პასპორტით.“.
2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პასპორტის მისაღებად შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოში.“.
4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოდან ემიგრაციასთან დაკავშირებით
საქართველოს მოქალაქის მიერ ემიგრანტის სტატუსის მოსაპოვებლად შუამდგომლობის განხილვისათვის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები და უწყებები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მას მონაცემები ამ კანონის მე-12 მუხლში მითითებული გარემოებების შესახებ.“.
5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ემიგრაციის სტატისტიკა
ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№187–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2004.
- როდის იქნა მიღებული „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 24.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №187. სარეგისტრაციო კოდი — 010.140.010.05.001.001.496.
- სად არის „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, №187, 24.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.05.001.001.496 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32650/