სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№02/1-11/1726
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 22 აპრილს სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მიერ დივიდენდების სააღრიცხვო თარიღად დადგენილ იქნა 2016 წლის 6 მაისი, ხოლო დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღად 2016 წლის 23 მაისი.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერებმა კუთვნილი დივიდენდის მისაღებად უნდა მიმართონ სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ფილიალებს. ამასთან, აქციონერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ისინი მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირებულნი არიან ყოფილი სსრკ -ის სიმბოლიკიანი პასპორტის მონაცემებით, დივიდენდების მისაღებად ბანკში მას შემდეგ უნდა გამოცხადდნენ, რაც ისინი საქართველოს მოქალაქეობის (უცხო ქვეყნის პირები თავიანთი ქვეყნის შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით) დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით იდენტიფიკაციის შესაბამის პროცედურებს გაივლიან ბანკის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ – სს „კავკასრეესტრთან“, იურიდიული მისამართი – ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74 ა. ფაქტობრივი მისამართი: თბილისი – 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული (მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორია). ტელ. : + 995 32 2 22-07-18, საკონტაქტო პირი – ხიზანიშვილი თამაზი, ტ. 5 70 107 008

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ბანკის შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 24-24-24 (1271).

 

გენერალური დირექტორი                                          

არჩილ კონცელიძე