ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 22.04.2016
ძალის დაკარგვა 05.04.2017
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.144.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,42 | 1 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2016 წლის 22 აპრილი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის №6 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/02/2013; 200140030.35.144.016108).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის –
ქარელის (შემდგომში –
ქარელის) ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN= IMG x ITL x C x K, სადაც;
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქარელის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქარელში ზონირება არ ხორციელდება);
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,42
1
0,24
20
2,016
3.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,6048 ლარს.
4.
დაბა აგარისთვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს.
5.
ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,504 ლარს.
6.
ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქარელისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.008 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.