„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №3 |
|
2016 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი |
„მუხლი 10. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუქნტის „ა", „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში/არეალებში
1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობის დადგენა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, როდესაც იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლში ჩატარებულია აუქციონი/აუქციონები, თუმცა განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში, ხორციელდება სამ ეტაპად:
I ეტაპი: თითოეული აუქციონისთვის, რომლის ფარგლებშიც გაცემული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული არეალი არ არის საქართველოს მთელი ტერიტორია, ხდება 1 მგჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლაცია შემდეგი ფორმულის შესაბამისად:
სადაც:
I’ არის იმავე რადიოსიხშირულ ზოლში 1 მჰც-ის ღირებულების ექსტრაპოლირებული მნიშვნელობა ქვეყნის მასშტაბით;
P’ არის რადიოსიხშირული რესურსის აუქციონის საბოლოო საფასურის ოდენობა ლარებში;
B’ არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში;
G’ არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად;
II ეტაპი: ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოითვლება საქართველოს მასშტაბით აუქციონებზე დაფიქსირებული 1 მგჰც-ის საშუალო არითმეტიკული მნიშვნელობა;
III ეტაპი: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით
სადაც
P არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების საფასური ლარებში;
I არის საქართველოს მასშტაბით გამოთვლილი 1 მგჰც-ის მნიშვნელობა;
B არის რადიოსიხშირული ზოლის სიგანე მეგაჰერცებში;
G არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარულ ტერიტორიაზე არსებული დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული კოეფიციენტების ჯამი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება დანართ 7-ში მოყვანილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ" ქვეპუნქტით განსზაღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასური გამოითვლება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული I და III ეტაპებით.“.
„დანართი 7
გეოგრაფიული კოეფიციენტის განსაზღვრის მეთოდოლოგია
რადიოსიხშირული ზოლით დაფარული გეოგრაფიული არეალის შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტი დაითვლება შემდეგი ფორმულით:
სადაც Gi არის რადიოსიხშირული ზოლით დაფარული კონკრეტული დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული კოეფიციენტი, n კი დაფარული დასახლებული პუნქტების რაოდენობა.
დასახლებული პუნქტის კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:
სადაც P არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, Pi კი მოსახლეობის რაოდენობა i- ურ დასახლებულ პუნქტში .
მოსახლეობის რაოდენობა დასახლებული პუნქტების მიხედვით განისაზღვრება სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი ოფიციალური მონაცემების შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 040230000.17.010.016053.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3, 25.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 040230000.17.010.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3266669/