,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2016 წლის 5 მაისი დაბა ასპინძა |
„4. სამსახურის იურიდიული მისამართია - დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.''.
„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან და მთავარი სპეციალისტებისაგან.“.
„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.
„5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება;
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება.“.
„ბ) კეთილსინდისიერად და დადგენილ ვადებში შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, არ დაუშვას თავისი ფუნქციების არაკეთილსინდისიერი და არაჯეროვანი შესრულება.“.
„1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
ა) გამარტივებული შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:
- ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებას;
- მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
- სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვას და არქივის წარმოებას;
- სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კონსულტაციების გაწევას.
ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერების განყოფილება უზრუნველყოფს:
- გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;
- მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას - წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ დადგენილი ფორმით მოწოდებული წლიური მოთხოვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენას, წლიური შესყიდვების გეგმის შეჯერებას, დამტკიცებას და კორექტირებას;
- წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განსახორციელებლად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: შესყიდვების საშუალებების შერჩევას და შერჩეული საშუალებების შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და სატენდერო კომისიისათვის წარდგენას;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ცვლილებებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად პროექტის მომზადებას.“.
„3. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას, მის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოხელე.“.
|