ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა – ნაგებობების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის“დებულების დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ
მიღების თარიღი 27.04.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.123.016344
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/05/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა – ნაგებობების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის“დებულების დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №134
2016 წლის 27 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის“დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 34-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის“ დებულება დანართის შესაბამისად (მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის“ დებულება დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონიერების გასხვისების შესწავლის მიზნით შექმნილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 პუნქტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 34-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით, იქმნება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი).
2. სამუშაო ჯგუფი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებით, საკრებულოს რეგლამენტითა და მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗.
სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება 3 თვის ვადით და მის უფლებამოსილებებს განეკუთვნება ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლა.
2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით, მიმართოს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს კითხვით, გამოითხოვოს დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
3. სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგებზე შესაბამისი დასკვნის მომზადება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისათვის საკრებულოსათვის გადაცემა.
მუხლი 3🔗.
სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა
1. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს და წევრებს სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ღია კენჭისყრით, ირჩევს საკრებულო.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
3. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების შემდეგ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ასახელებს კანდიდატთა სიას და ითხოვს მათ თანხმობას კენჭი იყარონ სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ღია კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
4. საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, უფლებამოსილია გადააყენოს თანამდებობიდან სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.
5. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება დასვას საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთმა მეხუთედმა ან სამუშაო ჯგუფის წევრთა ნახევარმა.
6. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, არჩევიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო ღია კენჭისყრით. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეყვანილ უნდა იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.
8. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ჯგუფში სამუშაოდ, დროებით ან ჯგუფის უფლებამოსილების ვადით შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
9. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვას.
10. სამუშაო ჯგუფმა შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან აირჩიოს მოადგილე ხმათა უმრავლესობით, რომელიც თავმჯდომარის დავალებით, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის, გადაყენების ან გადადგომის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობას.
11. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 4🔗.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის განხორციელების პრინციპები
სამუშაო ჯგუფის განხორციელების პრინციპებია:
ობიექტურობა, გამჭირვალობა, არადისკრიმინაციულობა, კოლეგიურობა, კორექტულობა და საჯაროობა, რისთვისაც სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ვალდებულია სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიაღებინოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 5🔗.
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე
სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს ჯგუფის სხდომას;
ბ) ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგის პროექტს;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, ხელს აწერს სხდომების ოქმებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს;
დ) ანაწილებს ფუნქციებს ჯგუფის წევრებს შორის;
ე) აძლევს დავალებებს ჯგუფის წევრებს;
ვ) საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗.
სამუშაო ჯგუფის წევრის უფლება-მოვალეობები
1. ჯგუფის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს ჯგუფის მუშაობაში;
ბ) შესასწავლ და განსახორციელებელ საკითხებზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები. ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა ჩამოაყალიბოს წერილობით;
გ) გავიდეს ჯგუფის შემადგენლობიდან და ჯგუფი შეივსოს მისი უფლებამონაცვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2. ჯგუფის წევრი ვალდებულია დაესწროს ჯგუფის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. შეასრულოს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მითითებები.
მუხლი 7🔗.
სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო წესი
1. სამუშაო ჯგუფის სხდომები ტარდება თვეში არანაკლებ ორჯერ. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, ჯგუფის წევრთა 1/3-ის ინიციატივით, სხდომები შეიძლება მოწვეულ იქნეს შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით, შეხედულებისამებრ.
2. სამუშაო ჯგუფის სხდომა საჯაროა, სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად ჯგუფის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ჯგუფის, როგორც ღია, ასევე, დახურულ სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის მერი, სხდომაზე სპეციალურად მოწვეული პირები.
4. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები. სხდომის მდივნის არჩევაც უნდა მოხდეს ყოველ კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში დაერთვება ოქმს.
6. სამუშაო ჯგუფი შესწავლილ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, წინადადებებს, დასკვნებს.
7. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს წარედგინება წერილობითი სახით.
მუხლი 8🔗.
სამუშაო ჯგუფის საქმიანობის უზრუნველყოფა
სამუშაო ჯგუფის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მომსახურებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
მუხლი 9🔗.
სამუშაო ჯგუფის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა
1. სამუშაო ჯგუფის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა შესაძლებელია საკრებულოს გადაწყვეტილებით.
2. სამუშაო ჯგუფის განსაზღვრული საწყისი სამუშაო ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, მაგრამ საერთო ჯამში იგი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. სამუშაო ჯგუფი, კანონით დადგენილი უფლებამოსილების საერთო ვადის გასვლის შემდეგ ითვლება გაუქმებულად, რაზედაც საკრებულო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.