,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.130.016194
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/05/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2016 წლის 27 აპრილი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41 დადგენილებაში (სსმ 29/10/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016118)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი № 1-ის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. გასაუბრებაზე დაშვებულ კონკურსანტთა სიას გასაუბრების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით აქვეყნებს კომისია გასაუბრების დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართი № 1-ის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

,,მუხლი 171.  გასაუბრების  ჩატარების წესი

1. გასაუბრებაზე კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ წინასწარ გამოცხადებული სიის მიხედვით გასაუბრების დაწყებამდე 1 საათით ადრე მაინც. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ ხდება კონკურსანტთა რეგისტრაცია კონკურსანტთა მიერ სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით (დანართი №4). გასაუბრების დაწყების მითითებულ საათზე იხურება შენობის შესასვლელი, კონკურსანტთა რეგისტრაციის ჟურნალში უფლებამოსილი პირის მიერ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი და დაგვიანებული პირები გასაუბრებაზე არ დაიშვებიან.

2. კონკურსანტებს გასაუბრების ოთახში იძახებს კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი კონკურსანტების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით. გასაუბრების ოთახში კონკურსანტები შედიან სათითაოდ.

3. გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ან დაგვიანების შემთხვევაში,  კონკურსანტი იხსნება კონკურსიდან.

4. გასაუბრებაზე კომისია კონკურსანტს კითხვებს აძლევს მისი პირადი, პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დადგენის მიზნით გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი №5).

5. გასაუბრების დასრულების შემდეგ კონკურსანტი ტოვებს ოთახს, რის შემდეგ კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად აფასებს კონკურსანტს, კანდიდატთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმის მიხედვით (დანართი №5) და გადასცემს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისაგან და პირადად მის მიერ კონკურსანტისადმი შევსებულ შეფასებას კრავს ცალკე საქაღალდეში კონკურსანტის გვარის მითითებით. კონკურსანტის შეფასების დასრულების შემდეგ ხდება მომდევნო კონკურსანტის გამოძახება.

6. ყველა კონკურსანტის მიერ გასაუბრების გავლის შემდეგ იმართება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა. სხდომაზე იხსნება კონკურსანტის შეფასების საქაღალდეები და ჯამდება თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული ქულები. კომისიის წევრის მიერ კონკურსანტისადმი დაწერილი შეფასება კონფიდენციალურია და არ შეიძლება იქნეს გამჟღავნებული. კომისიის სხდომის ოქმში ფიქსირდება თითოეული კონკურსანტის მიერ მიღებული საერთო ქულა.“.

მუხლი 2
    დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №4

                                                                                                                                                                ,,დანართი №4

                      გასაუბრების ეტაპში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალი

სახელი და გვარი

პ/ნ

ხელმოწერა

შენიშვნა

1

2

3

4

5

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

....

 

 

 

 

                                                                                                             “.

 

მუხლი 3
დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5

                                                                                                                ,,დანართი №5

კანდიდატთა შეფასების ფორმა

_____ /___/201   _____ : _____ სთ

 

აპლიკანტი:______________________________________________________   

პირადი N:   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

N

 

კითხვები ზოგადი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ

 

კითხვის მიზნები

შეფასება

სუსტი

 

საშუალო

 

ძლიერი

 

 

 

 1

 

 

     კითხვა:

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

 

 

 

2

 

 

        კითხვა: 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

 

·    

 

 

 

 

 

 

 3

 

 

      კითხვა: 

·  

 

 

 

·    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კითხვები საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი სამართლებრივი აქტებიდან

 

 4

·   კითხვა:

 

 

 

 

5

·   კითხვა:

 

 

 

 

6

·   კითხვა:

 

 

 

 

7

·   კითხვა:

 

 

 

....

·   კითხვა:

 

 

 

 შემფასებელი:             _________________________________      /                          /

ინდივიდუალური შეფასებისას გამოიყენება: ,,1-5“-სუსტი, ,,6-8”-საშუალო,  ,,9-10“-ძლიერი.“.

 

მუხლი 4
დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №6

                                                                                                                                                                                              დანართი №6

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  გადაწყვეტილება მოქალაქე ---------------------- ვაკანტურ თანამდებობაზე

 

                                                   დასანიშნად წარდგენის შესახებ

 

 1. მოქალაქე ---------------------------------------- საუკეთესო შედეგების გამო მიჩნეულ იქნეს

კონკურსში გამარჯვებულად და წარდგენილ იქნეს ----------------- თანამდებობაზე დასანიშნად.

 2. მოქალაქე ------------------------------------ ორი კვირის ვადაში ვალდებულია დაწესებულებას

წარუდგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

 

  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ------------------ ---------------------------- “.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე