საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6(389), ივნისი, 1973 წელი, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 422მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს ოქმი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ მუშაკი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და იგი უარს აცხადებს ხელის მოწერაზე. ამ შემთხვევაში ოქმში აგრეთვე მიეთითება მისი შედგენის თარიღი და მასზე ხელს აწერს მხოლოდ გაფრთხილებაზე უფლებამოსილი პირი.“.
2. 2421 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5. ამ კანონის 423 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№201 – რს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“?
- „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“ მიღებულია 24.06.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №201. სარეგისტრაციო კოდი — 270.000.000.05.001.001.503.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შესახებ“, №201, 24.06.2004, სარეგისტრაციო კოდი 270.000.000.05.001.001.503 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32692/