ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7/15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016301
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/15
2016 წლის 27 აპრილი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან უერთიერთობის სამსახურის დებულება
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბერის №8/37 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო).
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური უზრუნველყოფს:
ა) სააღმზრდელო დაწესებულებებთან და სკოლისგარეშე ახალგაზრდულ ცენტრებთან ურთიერთობას;
ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
გ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებების ფუნქციები
1.
სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
სააღმზრდელო დაწესებულებებთან და სკოლისგარეშე ახალგაზრდულ ცენტრებთან ურთიერთობას;
ბ)
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმის და სხვა პროგრამების შემუშავებას და მათ დანერგვას;
გ)
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებისთვის მიწოდებას;
დ)
ყველა აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი რომ ფლობდეს და იყენებდეს არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე, ინფორმაცია გააჩნდეს ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე;
ე)
დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელებისა და სხვა პერსონალის მომზადებასა და გადამზადებას, ტრენინგების ჩატარებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის, ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმების, უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით;
ვ)
ბავშვზე ძალადობის პრევენციას, (მათ შორის, მშობელთა განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაციას, შეფასებას, შეტყობინებას და შესაბამის რეაგირებას, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად;
ზ)
ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდებას;
თ)
სააღმზრდელო დაწესებულების პასუხისმგებელ პირებთან ერთად ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიების გამოყენებას და ბავშვთა ძალადობისგან დაცვას;
ი)
სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან დაკავშირებით წინადადებების, საკითხების მომზადებას;
კ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2.
კულტურის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)
კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)
მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, შესწავლას, აბრების დამზადება-დამონტაჟებასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
ე)
ინფორმაციის მომზადებას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ;
ვ)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
ზ)
კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით შესაბამის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობას;
თ)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, წინადადებების, დოკუმენტაციის მომზადებას;
ი)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი ნაწილი
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.