⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7/17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016303
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,323 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2016 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №7/17 2016 წლის 27 აპრილი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური   განვითარებისა   და  ქონების    სამსახურის  დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბერის დადგენილება №8/34. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია დანართი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური  განვითარებისა და ქონების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც  მერის წარდგინებით ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში–საკრებულო). 4. სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 5. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია:  ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №12. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება; ბ) საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება; გ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების  მე–9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური უზრუნველყოფს: 1. ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; 2. მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; 3. მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; 4.საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; 5. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 7.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; 8.წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; 9. დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე  მერიაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; 10. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; 11. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; 12. საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; 13. ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 14.წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; 15. ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; 16. ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; 17. მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; 18.მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და  მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას; 19. მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; 20. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; 21. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; 22. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; 23. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; 24. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; 25. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; 26.წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; 27. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; 28.წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; 29. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; 30. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადების მოზადებას. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების– განყოფილებების ფუნქციები 1. ეკონომიკური განვითარების, საბიუჯეტო დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში www.ebudget.ge და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში წვდომის შესაბამისად მუშაობას; ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის შემუშავებას;  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებას; გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სუბსიდიების პროგრამების შემუშავებას; დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; ე) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ პროგრამულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას; ვ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას  (მათ შორის თვეებში); ზ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ სუბსიდიების პროგრამებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას; თ) საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ პროექტის მომზადებას; ი) შეტყობინებების მომზადებას და ადგილობრივი სამსახურების და საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების ინფორმირებულობას ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით; კ) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და ათვისებული თანხების შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ლ) აუდიტორული ფირმის მიერ ბიუჯეტის საფინანსო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგებზე აუდიტორული დასკვნის, საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის მიერ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების ბალანსზე რიცხული დებიტორულ–კრედიტორული დავალიანების შემცირება-აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; მ) ადგილობრივი სამსახურების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; ნ) ყოველთვიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ო) ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; პ) ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ჟ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე მერის ანგარიშის მომზადებას; რ) საჭირო ინფორმაციის შეკრებას და დამუშავებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების მოცულობათა გასაანგარიშებლად; ს) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ტ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ინფორმაციის მიწოდებას დადგენილი ფორმების შესაბამისად; უ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენას; ფ) ზემდგომ ორგანოთა, იურიდიულ პირთა და მოქალაქეთა წერილების განცხადებების და შუამდგომლობების მიღებას, განხილვას და მათზე პასუხის გაცემას კანონმდებლობებისა და ნორმატიული აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის სამსახურის კომპეტენციაში. 2. საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში www.etreasury.ge წვდომის შესაბამისად მუშაობას; ბ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას, გაანალიზებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) მუნიციპალიტეტის საგადასახადო საინფორმაციო ბაზის შექმნას და განახლებას; დ) ადგილობრივი მოსაკრებლების აღრიცხვას; ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე ზედამხედველობას; ზ) მუნიციპალური პროგრამების საფინანსო მონიტორინგს; თ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 3. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის მუნიციპალური ქონების გადაცემის საკითხებზე; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას  და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; თ) მუნიციპალურ ქონებასთან დაკავშირებით საკითხებისა და დოკუმენტაციის მომზადებას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება სამსახურის მთელი ქონება შეადგენს  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. მუხლი 6🔗. დასკვნითი ნაწილი სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.