ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.04.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7/19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016305
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/19
2016 წლის 27 აპრილი
ქ. ფოთი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბერის №10/45 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მაისიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია
დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური) არის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - მერია) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას.
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3.
სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და წინამდებარე დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს ამტკიცებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო).
4.
სამსახურის დაფინანსება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
5.
სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით.
6.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭანტურიას ქუჩა №1.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)
ურბანული განვითარების განყოფილება;
ბ)
მშენებლობის ნებართვების განყოფილება;
გ)
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ)დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე)დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ)მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტების კოორდინაციას;
თ)მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი)მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ლ)პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, მისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილების და მითითების გამოცემას;
მ) საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასა და ადმინისტრაციული სახდელების დადებას;
ნ)საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას;
ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებების ფუნქციები
1.
ურბანული განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ)
სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადებას;
გ)
მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებას;
დ)
გენერალური გეგმის მართვას;
ე)
მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ)
სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
თ)
ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელებას;
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2.
მშენებლობის ნებართვების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით გასაზღვრულ მეორე და მესამე სტადიის მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
გ)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, მითითებებისა და დადგენილებების მომზადებაში მონაწილეობა;
დ)
არქიტექტურულ სამშენებლო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ე)
მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
ვ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობის, ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას, გარე რეკლამების განთავსების საკითხის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;
ბ)
გარე რეკლამების განთავსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
გ)
ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლს;
დ)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენიის ფარგლებში გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ შესრულებაზე კონტროლს;
ე)
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, თაროების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას;
ვ)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, ამავე კოდექსის 552 მუხლით „სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა“, 1191 მუხლით „გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება“, 1461 მუხლის „დასუფთავების წესების დარღვევა“, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით, 148-ე მუხლის „თვითმმართვეული ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა“, 150-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება“, 1501 მუხლით „თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა“, 151-ე მუხლით „თვითმმართველი ერთეულის მწვანე ნარგავების დაზიანება ან და თვითნებური განადგურება“, 152-ე მუხლით „ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშოების წარმოებისას“, 159-ე მუხლით „რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა“, 1591 მუხლით „არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება)“, 1522 მუხლით „საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა“, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, ხოლო 135-ე მუხლით „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის შედგენას;
ზ)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის მომზადებას. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მითითებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადებასა და სამსახურის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენას.
თ)
რეკლამის განთავსების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთასთან დაკავშირებული შესაბამის სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას;
ი)
ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
კ)
მიწათსარგებლობის წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
ლ)
სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმირებას ამ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შესახებ;
მ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს და სამსახურის უფროსს წარუდგინოს სათანადო წინადადებები გამოვლენილი დარღვევა–ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველყოფისათვის;
ნ)
მოამზადოს და მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ო)
განსაზღვროს სამართალდარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადების კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;
პ)
აწარმოოს კონტროლი კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე ვაჭრობის და დასუფთავების ღონისძიებათა შესრულებაზე;
ჟ)
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას მისი კომპეტენციის ფარგლებში;
რ)
საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენას სამსახურის საჯარო მოხელეებიის მიერ.
ს)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების შედგენას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;
ტ)
განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება
სამსახურის მთელი ქონება შეადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი ნაწილი
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.