საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.05.2016
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 310050020.54.066.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/05/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 806 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტექნიკური რეგლამენტის − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 16.02.2018 საერთო დანიშნულების ავიაციის ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 13.12.2022 პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 30.08.2023 დიდი გაბარიტების და ტურბორეაქტიული ძრავების მქონე, საერთო დანიშნულების ავიაციის თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 07.07.2022 საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 14.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №59 2016 წლის 5 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ    ,,საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, მე-9 მუხლის პირველი ნაწილის და 9​1 მუხლის პირველი ნაწილის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის I ტომის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc-9137 („აეროდრომების პროექტირების სახელმძღვანელო“) საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესი“. მუხლი 2🔗 აეროდრომების ვარგისობის სერტიფიკატის მფლობელებმა უზრუნველყონ მათ მიერ ექსპლუატირებად აეროდრომებზე განათების ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მონაცემების სააგენტოში წარმოდგენა 2017 წლის 30 მაისამდე. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე განათების უზრუნველყოფის წესის (შემდგომ - წესი) მიზანია, ღამის პერიოდში საჰაერო ხომალდების ბაქანზე მომსახურების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.  2. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ აეროდრომის ექსპლუატანტებზე, რომლებიც საჰაერო ხომალდების მომსახურებას ბაქანზე ახორციელებენ ღამის პერიოდში. 3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ - სააგენტო). 4. ამ წესის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აეროდრომის ექპლუატანტი - საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას, გააჩნია აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატი და მოწმობა აეროდრომის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; ბ) ბაქანი - მგზავრების ჩასხდომის ან გადმოსხდომის, ფოსტის ან ტვირთის ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის, საწვავით უზრუნველყოფის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისათვის   აეროდრომზე გამოყოფილი მიწის ფართობი; გ) იზოლირებული სადგომი - სადგომი, რომელიც მდებარეობს სხვა საჰაერო ხომალდების სადგომიდან, შენობებიდან, სამიმოსვლო ბილიკებიდან, ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან სულ მცირედ 100 მეტრის დაშორებით და გამოიყენება საჰაერო ხომალდის გადასაყვანად, საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. შენიშვნა: ამ წესის მიზნებისათვის, იზოლირებულ სადგომად განიხილება ასევე ის ადგილი, რომელიც აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებულია და წინასწარ განსაზღვრულია საჰაერო ხომალდის გადასაყვანად, იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული სადგომი კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ხელმისაწვდომი; დ) ლუქსი - საერთაშორისო ერთეულების სისტემაში განათების საზომი ერთეული; ე) მეტრი - საერთაშორისო ერთეულების სისტემაში სიგრძის და მანძილის საზომი ერთეული; ვ) სადგომი -  საჰაერო ხომალდის სადგომად ბაქანზე გამოყოფილი ადგილი; ზ) შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანი - მოედანი, რომელიც მოიცავს საჰაერო ხომალდის სადგომის შიდა არეს, საჰაერო ხომალდის შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებისთვის და გარე არეს, ორი ან რამდენიმე შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების  მოძრავი საშუალებების მანევრირებისათვის. მუხლი 3🔗. აეროდრომის ექსპლუატანტის ვალდებულებები 1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია მის მიერ ექსპლუატირებად აეროდრომზე, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოს  განათება და მისი შემდგომი ექსპლუატაცია ამ წესის შესაბამისად. 2. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია 5 წელიწადში ერთხელ განახორციელოს ბაქნის განათების შემოწმება ამ წესის №1 დანართით განსაზღვრული მეთოდიკის შესაბამისად  და შემოწმების შედეგების სააგენტოში წარდგენა ამ წესის №2 დანართით დადგენილი ფორმებით. 3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად აეროდრომის ექსპლუატანტმა  ბაქნის განათების შემოწმება უნდა განახორციელოს სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმების ნიშნის ან/და დამოწმების მოწმობის მქონე ხელსაწყოთი, ხელსაწყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 4🔗. განათების უზრუნველყოფის მოთხოვნები 1. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ ბაქანზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანზე და საჰაერო ხომალდის იზოლირებულ სადგომზე, რომელიც განკუთვნილია ღამის პერიოდში ექსპლუატაციისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათება. 2.  თუ შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანი განლაგებულია ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიახლოვეს და შესაძლებელია განათებამ მოახდინოს პილოტების დეზორიენტაცია,  ასეთი მოედნის განათება აეროდრომის ექსპლუატანტმა შეიძლება განახორციელოს  განათების სხვა, ალტერნატიული საშუალებებით, ამ წესის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 3. დაუშვებელია, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებზე, ღამის პერიოდში საჰაერო ხომალდის მომსახურება, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. განათების საშუალებების განთავსება ბაქანზე 1. განათების საშუალებები, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ   უნდა განთავსდეს  ისე, რომ ღამის პერიოდში, ექსპლუატაციისათვის განკუთვნილ ბაქანზე, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების სამოძრაო გზებზე და საჰაერო ხომალდის მომსახურეობისათვის განკუთვნილ ყველა არეში უზრუნველყოფილი იყოს სათანადო განათება, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი პირდაპირი ან არეკლილი შუქის ზემოქმედება: ა) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟებისათვის, როგორც ფრენის პროცესში, ასევე   ხმელეთზე გადაადგილებისას; ბ) საჰაერო და სააეროდრომო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთათვის; გ) ბაქანზე მომსახურე პერსონალისათვის. 2. იმ შემთხვევაში, თუ ბაქნის სამიმოსვლო ბილიკი არ არის უზრუნველყოფილი სამიმოსვლო ბილიკის შუქებით, ის უნდა იყოს განათებული ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3. ჩრდილების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, განათების საშუალებების განთავსება და მიმართულება უნდა შეირჩეს ისე, რომ საჰაერო ხომალდის სადგომი განათებული იყოს სულ მცირე ორი მიმართულებიდან. 4. განათების საშუალებები არ უნდა კვეთდნენ, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის მე-4 თავით განსაზღვრულ დაბრკოლებათა შემზღუდავ ზედაპირებს. მუხლი 6🔗. განათების მახასიათებლები 1. აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, ბაქანზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანზე და საჰაერო ხომალდის იზოლირებულ სადგომზე განათების სპექტრალური განაწილება შეირჩევა ისე, რომ საჰაერო ხომალდების, ხელოვნური საფარის, დაბრკოლებების და სხვა მონიშვნათა ფერები  სწორედ იქნას აღქმული. 2. განათების საშუალო დონე, სულ მცირე უნდა იყოს: ა) საჰაერო ხომალდების სადგომზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავების მოედანზე და საჰაერო ხომალდის იზოლირებულ სადგომზე: ა.ა) ჰორიზონტალურ სიბრტყეში - 20 ლუქსი, ერთგვაროვნების კოეფიციენტით არაუმეტეს 4:1  (საშუალო ინტენსიობის ფარდობა მინიმალურთან); ა.ბ) ვერტიკალურ სიბრტყეში - 20 ლუქსი, ზედაპირიდან 2 მ-ის სიმაღლეზე. ბ) ბაქნის სხვა ნაწილში -  ჰორიზონტალურ სიბრტყეში - საჰაერო ხომალდების სადგომების საშუალო განათების 50%, ერთგვაროვნების კოეფიციენტით არაუმეტეს 4:1 (საშუალო ინტენსივობის ფარდობა მინიმალურთან).